FM97.5 / LIVE

მუსლიმები პაქსაძესთან შეხვედრით იმედგაცრუებულები დარჩნენ

მთავარისაზოგადოება 20.09.2013
ჭელის მუსლიმი მრევლისა და ჯემალ პაქსაძის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. რატომ არ ჩამოვიდნენ ჭელაში აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და რა იყო სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის ვიზიტის მთავარი მიზანი;

მუსლიმები პაქსაძესთან შეხვედრით იმედგაცრუებულები დარჩნენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობისა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის ჯემალ პაქსაძის შეხვედრა ჭელის მეჩეთში შედგა. ადგილობრივები ჯემალ პაქსაძესთან ერთად ჭელაში დღეს აჭარის მთავრობის წარმომადგენლებსაც ელოდებოდნენ. თუმცა, მათთან შესახვედრად მხოლოდ ჯემალ პაქსაძე ჩამოვიდა.

"მთავრობის პოზიციას მე ვერ გამოვხატავ. ორი-სამი თვეა ამ სოფელს პრობლემები აქვს და ვალდებული ვარ ეს პრობლემები გავიზიარო. დიდ პატივს ვცემ ჩემ ერს, ჩემ მიწას, ამ მიწამ უნდა შემიკრას არტახები. ნოდარ დუმბაძის სიტყვებია, ადამიანს სული უფრო მძიმე აქვს, ვიდრე სხეული. ამიტომ ერთმანეთს თუ ხელი არ ჩავკიდეთ და გვერდში არ დავუდექით ძლიერნი ვერ ვიქნებით. იმედი მაქვს, რომ ჩემი ერი, ჩემი ხალხი გონივრულად იმოქმედებს", - განაცხადა ჯემალ პაქსაძემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში სოფელში ვითარება დაიძაბა, ჯემალ პაქსაძე კი ამ ფაქტს უარყოფს.

"ყველამ ერთიანად აღნიშნა, რომ სოფელში დაძაბულობა არ არსებობს. ახალი ხელისუფლება კარგად ერკვევა საკითხებში და უნდა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. ეს პრობლემები ძველი ხელისუფლების პერიოდშიც იყო", - ამბობს პაქსაძე.

როგორც "სამხრეთის კარიბჭესთვის" გახდა ცნობილი, დღევანდელ შეხვედრაზე ჯემალ პაქსაძე მრევლს სთავაზობდა, რომ მათ მიერ არჩეული ხუთი ადამიანი თბილისში, პრემიერთან შესახვედრად წასულიყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კითხვაზე, რას შეცვლიდა ხუთი მუსლიმის შეხვედრა პრემიერთან და რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას არსებულ ვითარებაში, პაქსაძემ გვიპასუხა: "პრემიერი მათაც იგივეს აუხსნის, სხვა არაფერი".

ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ ვიდრე კანონში ცვლილებები არ შევა, მინარეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.

ბუნდოვანი იყო პაქსაძის პასუხი "სამხრეთის კარიბჭეს" კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილების პასუხს ელოდებოდა დღეს მოსახლეობა.

"შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ მოსახლეობას ცვლილებების გატარება სწრაფად უნდა, მაგრამ ასე სწრაფად ვერ მოხდება", - განაცხადა მან.

თუნდაც კანონში ცვლილებების შემდეგ, პაქსაძეს უჭირს ვარაუდის გამოთქმა კვლავ დაუბრუნდება თუ არა მინარეთი ჭელის მეჩეთს.

ჯემალ პაქსაძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. კითხვაზე, ხომ არ გამართავენ აქციებს მინარეთის აღმართვის მოთხოვნით, ჯემალ პაქსაძემ გვიპასუხა, რომ აქციებით, მიტინგებითა და პროტესტით საქმე არასდროს გადაწყდება: "დიალოგითა და იურიდიული მხარის მოწესრიგებით ყველაფერს მივაღწევთ".

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს აქ ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ მრევლთან შეხვედრა იყო.

ადგილობრივები იმედგაცრუებული დარჩნენ. როგორც ფრიდონ აბაშიძე ამბობს, მთავრობის წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლის შეეშინდათ:
"ამ კანონის შეცვლას წლებია ველოდებით, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯემალ პაქსაძე ჭელის მუსლიმ მრევლს ხვდება
ჭელის მეჩეთის ეზოში ისევ ხალხმრავლობაა
მუსლიმები ჭელაში ჯემალ პაქსაძეს ელოდებიან
ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
ტარიელ ნაკაიძე: ჯემალ პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ჯემალ პაქსაძე: 'ინციდენტი ამოწურულია, შეთანხმებას მივაღწიეთ'
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა