FM97.5 / LIVE

ჭელის მეჩეთის ეზოში ისევ ხალხმრავლობაა

მთავარისაზოგადოება 20.09.2013
სოფელ ჭელის მეჩეთის ეზოში ხუთასამდე მუსლიმი ჯემალ პაქსაძისა და მთავრობის წარმომადგენლების გამოჩენას ამაოდ ელოდება.

ჭელის მეჩეთის ეზოში ისევ ხალხმრავლობაა
სამცხე-ჯავახეთის მუფთის მამუკა ვაშაყმაძის თქმით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე მას დღის მეორე ნახევარში დაუკავშირდა და აცნობა, რომ ჭელაში მუსლიმებთან შესახვედრად აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მოდიოდა.

"სამხრეთის კარიბჭე" ჯემალ პაქსაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, ის ამ წუთებში მარტო იმყოფება და მთავრობის წარმომადგენლები არ ახლავს. კითხვაზე, მართლა აპირებდნენ თუ არა მთავრობის წარმომადგენლები მუსლიმებთან შეხვედრას, პაქსაძემ გვიპასუხა, რომ მათ ნაცვლად ვერაფერს გვეტყოდა.

"სამხრეთის კარიბჭემ" ჯემალ პაქსაძეს იმის შესახებაც ჰკითხა, რა გადაწყვეტილება მიიღეს სოფელ ჭელაში მინარეთის აღმართვის შესახებ.

"ჯერ საკანონმდებლო საკითხები მოგვარებული არ არის და მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ", - გვიპასუხა ჯემალ პაქსაძემ.

მან პასუხი ვერც იმის შესახებ გაგვცა, როდის შეხვდება მუსლიმ მრევლს.

მეჩეთის ეზოში შეკრებილები დაშლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ დაელოდებიან პაქსაძის გამოჩენას და პასუხს, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯემალ პაქსაძე ჭელის მუსლიმ მრევლს ხვდება
მუსლიმები ჭელაში ჯემალ პაქსაძეს ელოდებიან
მუსლიმები პაქსაძესთან შეხვედრით იმედგაცრუებულები დარჩნენ
ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
მუფთის განცხადებას ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემაზე ადიგენის ახალი საკრებულო განიხილავს
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა
სრულიად საქართველოს მუფთის გასაიდუმლოებული ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში?