FM97.5 / LIVE

რა შედეგებით დაასრულა საჩივრების განხილვა ახალქალაქის საოლქო კომისიამ

მთავარიარჩევნები 20.06.2014
დასრულებული საპროტესტო აქცია და საჩივრების განხილვა ახალქალაქში; რა პირობით დატოვა ახალქალაქი სამი დღის შემდეგ კახა კუკავამ და რა დარღვევები აღმოაჩინეს იმ უბნებზე, რომლებიც ხელახლა გადაითვალა;

რა შედეგებით დაასრულა საჩივრების განხილვა ახალქალაქის საოლქო კომისიამ
N40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს დღეს, 19 ივნისს დაახლოებით 6 საათს იხილავდა. ამ ხნის განმავლობაში კომისიამ 8 საჩივარი განიხილა და 2 უბანი ხელახლა გადათვალა.

საოლქო კომისიამ N1, N10, N16, N23, N25 და N46 საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს ხელფასიდან 500-500 ლარი ჩამოაჭრა. აღნიშნული ექვსი უბნიდან კი N1 და N23-ე უბნები ხელახლა გადათვალა.

N40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პაატა ფანჯაკიძის განცხადებით, N1 უბანზე ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ არცერთი შეცდომა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა. N23 უბანზე კი ერთი ბიულეტენით ზედმეტი აღმოჩნდა: „მითითებული იყო 50 და დავწერეთ 49“.

N23 უბანზე 100-მდე ამომრჩეველია და აქ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ კანდიდატს 8 ხმით უგებს.
ვიდრე დარბაზში საჩივრების განხილვას „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა ესწრებოდა სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა, მას შემდეგ რაც კუკავამ საოლქო კომისიის შენობა დატოვა, აქციის მონაწილეებიც დაიშალნენ.

კუკავამ სხდომის დარბაზი მაშინ დატოვა, როცა N1 საუბნო კომისიის კენჭისყრის შედეგებს ხელახლა ითვლიდნენ. მისი განცხადებით იგი ბრძოლას სამართლებრივი გზით, ჯერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი სასამართლოში გააგრძელებს. თუმცა, მანამდე გეგმავს, რომ მომხდარის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნოს.

„ხვალ 12 საათზე თბილისში პრეზენტაციას გავმართავთ, - აცხადებს იგი და ამატებს, რომ სავარაუდოდ საპროტესტო აქციებიც გაგრძელდება - აქციები დაიწყო ქუთაისში, მარტვილში, შესაძლოა ეს საპროტესტო ტალღა თბილისსაც გადაედოს“.

კუკავა, საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით, ცინიზმს უწოდებს: „აღიარებ რომ იყო დარღვევა, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბებას, ოღონდ გაყალბებული მაჟორიტარი და გამგებელი ისევ ძალაში რჩება“.

ახალქალაქის ოლქში საუბნო კომისიების, დაახლოებით, 70% გასაჩივრებული იყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლები რიგ უბნებზე შედეგების ბათილად ცნობას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდნენ. იგივე იყო „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მოთხოვნაც, თუმცა კომისია მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებით შემოიფარგლა .
რა შედეგებით დაასრულა საჩივრების განხილვა ახალქალაქის საოლქო კომისიამ

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში 5 უბნის შედეგებს ხელახლა დაითვლიან
ახალქალაქის საოლქოში საჩივრების განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე იწყება
ახალქალაქის სასამართლო N1 საარჩევნო უბნის საქმეს განიხილავს
ახალქალაქის 23–ე უბანზე ხმებს თავიდან დაითვლიან

ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
სამცხე-ჯავახეთის სამ საარჩევნო ოლქში  41 საჩივარი შევიდა