FM97.5 / LIVE

თვითმმართველობის არჩევნებმა ახალქალაქში ვითარება დაძაბა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 19.06.2014
ორი ათასზე მეტი ბათილი ბიულეტენი, იმაზე მეტი მიცემული ხმა ვიდრე ამომრჩეველია და საარჩევნო უბნებიდან გამოყრილი წარმომადგენლები - რას ედავება „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ „ქართულ ოცნებას“; რატომ დაიწყო გამოძიება ორი მუხლით და ვინ ჩაამტვრია მინა, სხდომის დარბაზში; დაპირისპირება ახალქალაქის საოლქოში;

თვითმმართველობის არჩევნებმა ახალქალაქში ვითარება დაძაბა

საჩივრების განხილვა აქციის ფონზე

N40 ახალქალაქის საარჩევნო კომისიამ დღეს, 18 ივნისს ოთხი საჩივარი „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ (კ.კუკავა ფ. ჩიხრაძე) წარმომადგენელების მიერ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე განიხილა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხმების ხელახლა გადათვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

თვითმმართველობის არჩევნებმა ახალქალაქში ვითარება დაძაბა საპროტესტო შეძახილების ფონზე, კომისიამ სწორედ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ 4 საჩივარი განხილა. 4-ვე მათგანი მარტინ მნაცაკანიანს ეკუთვნოდა.

ერთ-ერთ საჩივარში იგი წერდა, რომ N46 უბანზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს არმენ ტონაკანიანს კენჭისყრის პროცესზე დაკვირვების საშუალება არ მიეცა და იგი უბნიდან გამოაძევეს. მეორე საჩივარში წერდა, რომ N19 უბანზე „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლებს ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვების საშუალება არ მისცეს: „გამოაძევეს უბნიდან, ჩაკეტეს კარი და გამორთეს ტელეფონები“.

მესამე საჩივარი N28, N29, N30, N31, N33, N34 და N59 უბნებს ეხებოდა. მნაცაკანიანის განმარტებით, ამ უბნებზე სოფლის რწმუნებულები და ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები ყალბი მოწმობებით იმყოფებოდნენ და ამას პოლიციის დავალებით აკეთებდნენ.

თვითმმართველობის არჩევნებმა ახალქალაქში ვითარება დაძაბა რაც შეეხება მეოთხე საჩივარს, აქ მნაცაკანიანი წერს, რომ N34 უბანზე გადასატანი ყუთით ხმა უნდა მიეცა ორს, თუმცა, როცა გადასატანი ყუთი მიიტანეს უბანზე, იქ ათობით ბიულეტენი ეყარა: „პროტესტის მიუხედავად, მოტანილი ბიულეტენები შეურიეს უბანზე არსებულ ბიულეტენებს და დაიწყეს დათვლის პროცესი“.

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების განცხადებით, არცერთი განცხადება განხილვას არ ექვემდებარებოდა, რადგან არაკვალიფიციურად იყო შედგენილი.

„არ არიან მოწმეები მოყვანილი, ამიტომ ვერცერთ საჩივარს ვერ ვიხილავთ“, - ამბობს „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი, საოლქო კომისიის წევრი ბადრი ჯინჭარაძე და ამატებს, რომ საჩივრების ნაწილს კომისია ხვალ განიხილავს.

დაპირისპირება საოლქოში

თვითმმართველობის არჩევნებმა ახალქალაქში ვითარება დაძაბა ვიდრე სხდომის დასრულების შემდეგ კომისია დაიშლებოდა, საოლქოში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერები კახა კუკავა და მანანა ნაჭყებია მივიდნენ. მათ კომისიას დარჩენილი საჩივრების განხილვა მოსთხოვეს და კომისიის თავმჯდომარე ხმების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

„254 ბიულეტენიდან 94 რომ გაფუჭებულია, ეჭვი არ გიჩნდებათ?! ან 735 ამომრჩევლიდან რომ 1000-მა მისცა ხმა, ამაზე პასუხი არ უნდა აგოთ?!“ - კითხულობს ნაჭყებია.

„შენ ხარ პიველი გამყალბებელი, შევარდნაძის დროსაც შენ აყალბებდი ხმებს და სააკაშვილის დროსაც. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამისთვის აპსუხს აგებ“, - უთხრა კუკავამ N40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს.

სხდომის დარბაზში შეკრებილ ლიდერებსა და მათ აქტივისტებს N40 საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს წარმომადგენელმა სოსო პარუნაშვილმა სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„კანონის ფარგლებში ჩატარდა საჩივრების განხილვა. ხვალ დაესწარით სხდომას და დანარჩენი საჩივრებიც განხილული იქნება. ახლა ადმინისტრაციის შენობა დატოვეთ, მუშაობაში გვიშლით ხელს“, - მიმართა შეკრებილებს პარუნაშვილმა და ოთახი დატოვა.

კუკავამ და მისმა წარმომადგენლებმა მას სუს-ის ოფიცერი უწოდეს.

„დღეს ამ სუს-ის ოფიცერმა ჩაგიტარათ საოლქოს სხდომა“, - განაცხადა კახა კუკავამ.

თვითმმართველობის არჩევნებმა ახალქალაქში ვითარება დაძაბა ამ დროს, სხდომის დარბაზში იმ კარის მინა ჩაიმსხვრა, რომლიდანაც პარუნაშვილი გავიდა.

ჰასმიკ მარანგოზიანმა პოლიციაში დარეკა. ვიდრე პოლიცია მოვიდოდა, „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლები მინის ჩამტვრევაში სოსო პარუნაშვილს ადანაშაულებდნენ, საოლქოს წევრები კი აცხადებნენ, რომ კარს ხელი ბლოკის აქტივისტმა ნორიკ კარაპეტიანმა დაარტყა.

თვითმმართველობის არჩევნებმა ახალქალაქში ვითარება დაძაბა ამ ინციდენტის შემდეგ კარაპეტიანს, მარჯვენა ხელი ჯიბეში ედო. „სამხრეთის კარიბჭის“ თხოვნაზე, ხელი ეჩვენებინა, გაღიზიანდა და კამერას ხელი კრა. მან ორივე ხელი მას შემდეგ აჩვენა მედიის წარმომადგენლებს, რაც კამერებს მოშორდა.

პოლიცია საოლქოს შენობაში

მას შემდეგ რაც აქტივისტებმა საოლქოს შენობა დატოვეს, სხდომის დარბაზში სამართალდამცველები გამოჩნდნენ. ახალქალაქის რაიონულმა სამმართველომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი: 187-ე და 239-ე მუხლით დაიწყო; პირველი სხვისი ნივთის დაზიანებას, მეორე კი ხულიგნობას გულისხმობს;

თვითმმართველობის არჩევნებმა ახალქალაქში ვითარება დაძაბა ინციდენტის შემდეგ ჰასმიკ მარანგოზიანმა კომენტარი აღარ გააკეთა. პარუნაშვილმა კი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ კუკავას და მისი წარმომადგენლების ქმედება პროვოკაციის ნიშნებს შეიცავდა: „ამიტომ არ შეიძლება ასეთ ქმედებებს რაიმე პასუხი გასცე და კომენტარი გააკეთო“.

კახა კუკავა: „ოცნებამ არჩევნები გააყალბა“

კუკავა ირწმუნება, რომ ახალქალაქში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატმა არტაშეს ფალანჯიანმა 80%-ით გაიმარჯვა და მისი ამომრჩევლების ხმებს სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავს.

თვითმმართველობის არჩევნებმა ახალქალაქში ვითარება დაძაბა „63-ე უბანზე მაგალითად 36 ხმით მეტი აღმოჩნდა. ბათილად ცნობილი ბიულეტენები კი ორიათასს აჭარბებს. თეორიულად გამორიცხულია რომ 2000-მა კაცმა შემოხაზა პირველი და ამის მერე რატომღაც შემოხაზა 5 ან მაგალთად 6. ასე მათ დაახლოებით ექვსი ათასი ხმა მოგვპარეს, - ამბობს კუკავა და აცხადებს, რომ იმის გარკვევა, ერთი და იგივე კალმითაა სარჩევნო სუბიექტები შემოხაზული თუ არა, ექსპერტიზას შეუძლია, - ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამისთვის ყველა პასუხს აგებს“.

მისივე განცხადებით, ზეპირად განცხადებებზე ნდობას არ ითხოვს: „ჩვენ ვითხოვთ, რომ გაიხსნას ეს ბიულეტენები და ხმები ხელახლა გადაითვალოს. წინააღმდეგ შემთხვევში, ბათილად იქნეს ცნობილი და კენჭისყრა ხელახლა ჩავატაროთ“.

ოქმებში ბალანსი არაა დაცული ხუთ უბანზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის ქეთი ბებიაშვილის განცხადებითაც: „რაც მე ვნახე, შემაჯამებელი ოქმები, იქ ბალანსი არ დგება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განიხილავს ოლქი ამ საჩივრებს. კარგი იქნება, თუ საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს ამ შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა და ხმების ხელახალი გადათვლა“.

კუკავას განცხადებით, ჯავახეთში სუს-ი იმ შეცდომას უშვებს, რაც თავის დროზე აფზახეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში იქნა დაშვებული: „თბილისის მერი შეიძლება თბილისმა აირჩიოს, ქუთაისის მერი შეიძლება ქუთაისმა აირჩიოს, მაგრამ ახალქალაქის გამგებელი არ შეიძლება, რომ ახალქალაქმა აირჩიოს. ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ენდო ქართულ სახელმწიფოს, ქართული კანონმდებლობით, ქართული პოლიტიკური პარტიით, მათ არ შეუქმნიათ „ჯავახკი“ და „ვირქი“, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიით იყარეს კენჭი, მოიგეს არჩევნები და ეუბნებიან რომ არა, ეს თქვენთივს არ შეიძლება. ეს ყველაფერი ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს“.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


რა შედეგებით დაასრულა საჩივრების განხილვა ახალქალაქის საოლქო კომისიამ
ახალქალაქის საოლქოში საჩივრების განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე იწყება
ახალქალაქის 23–ე უბანზე ხმებს თავიდან დაითვლიან
ახალქალაქში 5 უბნის შედეგებს ხელახლა დაითვლიან
ახალქალაქის სასამართლო N1 საარჩევნო უბნის საქმეს განიხილავს
ახალქალაქის სასამართლომ N1 უბნის შედეგები ბათილად ცნო