FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სასამართლო N1 საარჩევნო უბნის საქმეს განიხილავს

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 23.06.2014
ახალქალაქის სასამართლოში 'არასაპარლამენტო ოპოზიციისა' და 'მრავალეროვანი საქართველოს' საჩივარს განიხილავენ. მოსარჩელეები N40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის N1 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ.

ახალქალაქის სასამართლო N1 საარჩევნო უბნის საქმეს განიხილავს
19 ივნისი, საჩივრების განხილვა ახალქალაქში

სასამართლო პროცესზე ერთ–ერთი მტკიცებულება „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეომასალაა. ფირზე ჩანს, რომ მას შემდეგ რაც აღნიშნული უბანი დაილუქა, სამაგიდო სიები არ დაიხურა. პარალელურად მიმდინარეობდა საარჩევნო ბიულეტენების დათვლაც. ფირზე კარგად ჩანს "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენლის მითითებაც, რომელიც ამბობს, რომ იქ რაღაც ხდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამაგიდო სიებთან კოისიის წევრები მუშაობას აგრძელებენ.

„გვაინტერესებს, რას გვეტყვის სასამართლო. პირდაპირ არის ვიდეომტკიცებულება, სადაც კომისიის წევრები აწერენ ხელს ამომრჩევლის მაგივრად“, – ამბობს „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თენგიზ ომანიძე.

აღნიშნულ უბანთან დაკავშირებით, „მრავალეროვან საქართველოს“ საჩივარიც ჰქონდა დაწერილი. ახალქალაქის საოლქო კომისიამ უბანზე ხმები ხელახლა გადათვალა და განაცხადა, რომ ხმების ხელახლა გადათვლისას არცერთი შეცდომა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

„არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ ახალქალაქის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა. ერთი, რომელიც N19, N34 და N46 საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების გაუქმებას ითხოვდა, სასამართლომ გუშინ, 22 ივნისს განიხილა. მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„ჩვენ წარვადგინეთ მოწმეთა ჩვენებები, გვქონდა ნივთმტკიცებები ოქმების სახით, N19 და N46 უბნებთან დაკავშირებით. საოლქო კომისია დაგვეთანხმა, რომ ხმების დათვლისას ჩვენი წარმომადგენლები ნამდვილად გამოაზევეს მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიღო გაუგებარი გადაწყვეტილებები და არ დააკმაყოფილა საჩივარი“, – ამბობს თენგიზ ომანიძე და ამატებს, რომ სასამართლოს გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, სასამართლო ჯერ არ დასრულებულა.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მრავალეროვანი საქართველო' ახალქალაქის პირველი უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
ახალქალაქის სასამართლომ N1 უბნის შედეგები ბათილად ცნო
რა შედეგებით დაასრულა საჩივრების განხილვა ახალქალაქის საოლქო კომისიამ
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
ახალქალაქში 5 უბნის შედეგებს ხელახლა დაითვლიან
ახალციხეში საჩივრების განხილვა საოლქოდან სასამართლოში გრძელდება