FM97.5 / LIVE

ახალქალაქის 23–ე უბანზე ხმებს თავიდან დაითვლიან

მთავარიარჩევნები 19.06.2014
N40–ე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 23–ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმები თავიდან დაითვლება.

ახალქალაქის 23–ე უბანზე ხმებს თავიდან დაითვლიან
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უკვე გადაწყვეტილია, რომ 23–ე უბანზე ხმები თავიდან დაითვლება. თუმცა, ხმებს დღეს დაითვლიან თუ ხვალ ჯერ გარკვეული არ არის.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლის ქეთევან ბებიაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა: "ერთ–ერთი 23–ე უბანი იყო, სადაც ოქმზე კომისიის წევრების ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული. გამოდის, რომ ეს ოქმი არ არის დადასტურებული და საჭიროა მისი თავიდან გადათვლა".

მისივე თქმით, ასევე გადასახედია 46–ე უბნის შემაჯამებელი ოქმიც, სადაც გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა.

"46–ე უბნის ოქმს თან ახლავს შესწორების ოქმი, სადაც ძალიან ბევრი ტექნიკური ხარვეზებია, დარჩენილია ცარიელი გრაფები. ასეთი დარღვევები დისციპლინალურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. თუმცა, ეს კომისიის გადასაწყვეტია", – ამბობს ბებიაშვილი.

შგახსენებთ, რომ N40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. კომისიამ დღეს რვა საჩივარი უნდა განიხილოს. სხდომას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ერთ–ერთი ლიდერი კახა კუკავა ესწრება. სხდომის პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციაც. შენობასთან მობილიზებულია პოლიცია. სხდომის დარბაზის შესასვლელთან იმყოფება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საოლქოში საჩივრების განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე იწყება
'მრავალეროვანი საქართველო' ახალქალაქის პირველი უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
რა შედეგებით დაასრულა საჩივრების განხილვა ახალქალაქის საოლქო კომისიამ
ახალქალაქში 5 უბნის შედეგებს ხელახლა დაითვლიან
ახალციხის N30-ე და N32–ე უბნებზე ხმებს სავარაუდოდ თავიდან დაითვლიან
სამცხე-ჯავახეთის სამ საარჩევნო ოლქში  41 საჩივარი შევიდა
საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის