FM97.5 / LIVE

დაპირისპირება ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში [Video]

მთავარიSK TV » ვიდეო 18.06.2014
N40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 18 ივნისს „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“-ს წარმომადგენლების 4 საჩივარი განიხილა.

სხდომის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, საოლქო კომისიაში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერები კახა კუკავა და მანანა ნაჭყეპია მივიდნენ. მათ კომისიის წევრებს, საჩივრების ობიექტური განხილვა სთხოვეს.

საოლქო კომისიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოლქში ცესკოს წარმომადგენელმა სოსო პარუნაშვილმა „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს შენობის დატოვება სთხოვა, კუკავამ კი პარუნაშვილს სუს-ს ოფიცერი უწოდა.

პარუნაშვილმა ოთახი დატოვა, თუმცა, ამ დროს იქ მყოფთაგან ერთ-ერთმა, იმ კარის მინა ჩაამტვრია, რომლიდანაც პარინაშვილი რამდენიმე წამის წინ გავიდა.

კუკავას წარმომდგენლების განცხადებით მინა პარუნაშვილმა დაამტვრია, საოლქო კომისიის წევრები კი ირწმუნებიან, რომ კარს ხელი კუკავას აქტივისტმა ნორიკ კარაპეტიანმა დაარტყა.

ამ ინციდენტის შემდეგ კარაპეტიანს, მარჯვენა ხელი ჯიბეში ედო. „სამხრეთის კარიბჭის“ თხოვნაზე, ხელი ეჩვენებინა, გაღიზიანდა და კამერას ხელი კრა. მან ორივე ხელი მას შემდეგ აჩვენა მედიის წარმომადგენლებს, რაც კამერებს მოშორდა.



[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველობის არჩევნებმა ახალქალაქში ვითარება დაძაბა
რა შედეგებით დაასრულა საჩივრების განხილვა ახალქალაქის საოლქო კომისიამ
ახალქალაქის საოლქოში საჩივრების განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე იწყება
კვირის აქცენტი: ახალქალაქის საოლქო კომისიის საქმე [Video]
ხმაური საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვისას
ახალქალაქში 5 უბნის შედეგებს ხელახლა დაითვლიან
ახალქალაქის სასამართლომ ცესკოს საჩივარი არ დააკმაყოფილა