FM97.5 / LIVE

ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 25.06.2014
N40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის N1 საარჩევნო უბანზე, რომლის შედეგები ახალქალაქის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, 29 ივნისს თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.

ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს, 14 საარჩევნო უბანზე გაიმართება, მათ შორის ახალქალაქის N1 უბანზე.

არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა შემდეგ საარჩევნო უბნებში გაიმართება:
№22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები;
№26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი;
№28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები;
№40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი;
№55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი;
№57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები;
№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი;
№79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი;
№81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.

შეგახსენებთ, ახალქალაქის N1 უბანზე შედეგების გაუქმებას „მრავალეროვანი საქართველო“ და „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ითხოვდნენ. N40 ახალქალაქის საოლქო კომისიამ უბნის შედეგები ხელახლა გადათვალა და განაცხდა, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოიკვეთა. ამის შემდეგ, „არასაპარლამენტო ოპოზოციამ“ სარჩელით ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 23 ივნისის გადაწყვეტილებით, N40-ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქის N1 უბანზე კენჭისყრის შედეგები გაბათილდა, ჯამში 525 ხმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა 'ქართულმა ოცნებამ' მოიგო
ახალქალაქის სასამართლომ N1 უბნის შედეგები ბათილად ცნო
დარღვევები ახალქალაქში – “მრავალეროვანი საქართველოს” მონაცემები
მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე
ახალქალაქში 5 უბნის შედეგებს ხელახლა დაითვლიან
სამცხე-ჯავახეთის საარჩევნო უბნებზე ხმების დასათვლელად ემზადებიან