FM97.5 / LIVE

'მრავალეროვანი საქართველო' ახალქალაქის პირველი უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს

მთავარიარჩევნები 19.06.2014
N40–ე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ახალქალაქის პირველი საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგებს თავიდან ითვლიან.

'მრავალეროვანი საქართველო' ახალქალაქის პირველი უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
N40–ე ახალქალაქის ოლქში გამართულ სხდომაზე, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ახალქალაქის პირველ უბანზე გადაღებული ფირი აჩვენეს, რომელიც "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელმა გადაიღო.

ფირზე ჩანს, რომ მას შემდეგ რაც აღნიშნული უბანი დაილუქა, სამაგიდო სიები არ დაიხურა. ამის პარალელურად მიმდინარეობდა საარჩევნო ბიულეტენების დათვლაც. ფირზე კარგად ჩანს "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენლის მითითებაც, რომელიც ამბობს, რომ იქ რაღაც ხდება. თუმცა, მიუხედავად ამისა სამაგიდო სიებთან ადამიანები მუშაობას აგრძელებენ.

"მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელი ირმა ბასილაშვილი, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაწრა, დღევანდელ სხდომას ესწრება. ბასილაშვილი ითხოვს, რომ პირველი უბნის შედეგები ბათილად ცნონ და ამ უბანზე არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.

"აქ უნდა დაეკისროთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ამასთანავე აქ იყო გულგრილობაც, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია", – ამბობს ირმა ბასილაშვილი, რომელმაც საკუთარი პოზიცია დღევანდელ სხდომაზეც დააფიქსირა.

მას ეთანხმება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი ქეთევან ბებიაშვილიც. მისი თქმით, ეს არის თემა, რომელზეც პროკურატურამ უნდა იმუშაოს. მათ პოზიციას იზიარებს "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ერთ–ერთი ლიდერი კახა კუკავა, რომელიც საჩივრების განხილვას ესწრება.

"ფირზე ჩანს, რომ ადამიანები დანაშაულს განზრახ ჩადიან და ეს არ არის უნებლიე შეცდომა", – ამბობს კუკავა.

მიუხედავად აღნიშნული განცხადებებისა, კომისიამ კენჭისყრაზე საკითხი იმის შესახებ დააყენა, რომ გაიხსნას თუ არა დალუქული ბიულეტენები. საბოლოოდ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უბანი უნდა გახსნილიყო. ამ წუთებში ახალქალაქის პირველი საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგებს თავიდან ითვლიან. დღესვე გაიხსნება 23–ე უბანიც.

"მრავალეროვანი საქართველოსა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ უბნის გახსნას აზრი არ აქვს. რადგან სამაგიდო სიებში სავარაუდოდ კორექტირება უკვე გაკეთებულია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სასამართლო N1 საარჩევნო უბნის საქმეს განიხილავს
ახალქალაქის 23–ე უბანზე ხმებს თავიდან დაითვლიან
ახალქალაქის სასამართლომ N1 უბნის შედეგები ბათილად ცნო
რა შედეგებით დაასრულა საჩივრების განხილვა ახალქალაქის საოლქო კომისიამ
ახალქალაქში 5 უბნის შედეგებს ხელახლა დაითვლიან
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
სამცხე-ჯავახეთის სამ საარჩევნო ოლქში  41 საჩივარი შევიდა