FM97.5 / LIVE
საჩივრების განხილვას ესწრება ამბობს, რომ კომისიამ მათ მიერ დაყენებული ყველა შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.">

კახა კუკავა: მარგაროზიანი სხდომას ისე წარმართავს, როგორც 'სხადნიაკს'

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 19.06.2014
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ერთ–ერთი ლიდერი კახა კუკავა, რომელიც N40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში საჩივრების განხილვას ესწრება ამბობს, რომ კომისიამ მათ მიერ დაყენებული ყველა შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

კახა კუკავა: მარგაროზიანი სხდომას ისე წარმართავს, როგორც 'სხადნიაკს'
"მარგაროზიანი სხდომას ისე წარმართავს, როგორც "სხადნიაკს". აქ აბსოლიტურად შეუძლებელია რაიმე პროცედურის დაცვა. ყველა შუამდგომლობა, რომელიც იყო დაყენებული, მოწმის დაკითვაზე, ფოტო და ვიდეო მასალის დემონსტრირებაზე, ასევე ოქმების დათვლაზე, მის მიერ უარყოფილია. თუმცა, იძულებული გახდნენ, რომ რამდენიმე უბანზე დისციპლინალური შენიშვნა გამოაცხადონ. რაც არის კიდევ უფრო მეტი ცინიზმი, "არასაპარლამენტო ოპოზიციას" არანაირ შეღავათს არ უწევენ", – განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს" კახა კუკავამ.

მისივე თქმით, 17–ე, 19–ე და 22–ე საარჩევნო უბნებზე კომისიის თავმჯდომარეებს შენიშვნებს მისცემენ, თუმცა შედეგები ძალაში დარჩება.

"არის ოქმები, სადაც ერთი და იგივე ხელითაა შესრულებული ყველაფერი, რეალურად კომისიის წევრებს ხმები არც დაუთვლიათ, მათ ნაცვლად დოკუმენტს ხელი სხვა ადამიანმა მოაწერა. ამ კომისიის სხდომაზე ითქვა შედევრი, ერთ–ერთმა კომისიის წევრმა თქვა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლებაო. რაც ეწერა "ოცნების" გრაფაში ჩვენს გრაფაში დაწერეს და პირიქით", – ამბობს კუკავა და ამატებს, რომ ამ საქმეს აუცილებლად გაასაჩივრებენ ჯერ რაიონულ, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოში: "დარწმუნებული ვარ, რომ ის დოკუმენტები, რომლებიც აქ არის, იძლევა იმის საფუძველს, რომ მოხდეს უბნების გადასინჯვა. მაგალითად: 46–ე საარჩევნო უბნის ოქმში შემაჯამებელი გრაფა საერთოდ არ არის შევსებული, არ არის მითითებული ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა. არსებობს ოქმები, რომლებზეც ხელმოწერები საერთოდ არ არის და ამას ტექნიკურ შეცდომას უწოდებენ".

რაც შეეხება საარჩევნო უბნებზე ტერორსა და მოსყიდვის ფაქტებს, კახა კუკავას თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა ისინი დღევანდელ სხდომაზე არ დაუშვეს.

"ახალქალაქში სპეციფიური ვითარებაა, რადგან ბევრი ადგილობრივი სახელმწიფო ენას არ ფლობს, შესაბამისად სხდომაც რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ვითხოვთ დაიკითხონ ის ადამიანები, ვინც იციან რეალურად რა მოხდა",– ამბობს კუკავა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის 23–ე უბანზე ხმებს თავიდან დაითვლიან
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით (R)
რა შედეგებით დაასრულა საჩივრების განხილვა ახალქალაქის საოლქო კომისიამ

ახალქალაქში 5 უბნის შედეგებს ხელახლა დაითვლიან
'მრავალეროვანი საქართველო' ახალქალაქის პირველი უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა