FM97.5 / LIVE

რამ აატირა მესხეთის თეატრში შეკრებილი ‘ნაციონალები’

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 03.05.2014
„თავს ნორმალურად ვგრძნობ. ბავშვობაში რომელი წიგნებიც არ იყო ახალციხის ბიბლიოთეკაში, იმ წიგნებს დღეს ვკითხულობ. ისე, კაცმა რომ თქვას, ახალციხელი და თანაც უდელი, თბილისში რომ ჩავა და ქართველებს „ჭკუას დაარიგებს“, დასაჭერი ნადვილად არის“, - ვანო მერაბიშვილის წერილი ციხიდან.

რამ აატირა მესხეთის თეატრში შეკრებილი ‘ნაციონალები’
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ მესხეთის თეატრში შეკრებილ პარტიის მხარდამჭერებს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაუკითხა, რომელმაც შეკრებილები აატირა.

„ვანოს კალიგრაფია კარგი არ ჰქონდა, არც მჭევრმეტყველი იყო, მაგრამ საქმიანი კაცი იყო“, - განაცხადა უგულავამ მერაბიშვილის წერილის წაკითხვამდე.

რამ აატირა მესხეთის თეატრში შეკრებილი ‘ნაციონალები’წერილის შინაარსმა არა მხოლოდ დარბაზში მჯდომი მერაბიშვილის დედა ჟენია მერაბიშვილი, არამედ პარტიის მხარდამჭერებიც აატირა.

„ჩემო მეგობრებო, მიხარია, რომ ყველანი ერთად და მხნედ ხართ. მიხარია, რომ ყველაფრის მიუხედავად, განწყობილი ხართ ბრძოლისთვის. დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, არის საფრთხე, რომ ახალციხემ დაკარგოს ისტორიული ფუნქცია, ანუ დაკარგოს ქალაქის ფუნქცია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალაქი დეგრადაციის მიმართულებით მიდიოდა. სამწუხაროდ, მე მხოლოდ ბოლო წლებში მოვიცალე ახალციხისთვის, რასაც ძალიან ვნანობ.

რამ აატირა მესხეთის თეატრში შეკრებილი ‘ნაციონალები’ბოლო წლებში გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, ახალციხეში შემოვიდა ბუნებრივი აირი, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, აღდგა რაბათის კომპლექსი. დაიწყო ახალი კორპუსების მშენებლობა, მაგრამ სამწუხაროდ გეგმები ბოლომდე მისაყვანია. გეგმების ბოლომდე მიყვანა ვერ მოვასწარი.

დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან თქვენთან ერთად, დაწყებულს ბოლომდე მივიყვან და ჩვენ ქალაქს და რეგიონს მოწინავედ ვაქცევ. განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, შევქმნით სამუშაო ადგილებს და ჩვენი ხალხის შემოსავლებს მნიშვნელოვნად გავზრდით, ახალციხის ქალაქის ფუნქციის გაუმჯობესებით.

რამ აატირა მესხეთის თეატრში შეკრებილი ‘ნაციონალები’რაც შემეხება მე, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ. ბავშვობაში რომელი წიგნებიც არ იყო ახალციხის ბიბლიოთეკაში,იმ წიგნებს დღეს ვკითხულობ. ისე, კაცმა რომ თქვას, ახალციხელი და თანაც უდელი, თბილისში რომ ჩავა და ქართველებს „ჭკუას დაარიგებს“, დასაჭერი ნამდვილად არის.

გისურვებთ წარმატებას და მიხარია, რომ თქვენ ხართ უამრავი“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე
"ნაციონალების" აქციაზე ციხიდან მერაბიშვილის გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს
რას ნანობენ „ნაციონალები“
ახალციხეში „ნაციონალების“ აქცია დაიწყო
ვანო მერაბიშვილის დასახვედრად სამცხე-ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიდიან
გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა
კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი