FM97.5 / LIVE

რას ნანობენ „ნაციონალები“

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 03.05.2014
რა ეამაყებათ „ნაციონალებს“ და რა მიაჩნიათ მმართველი კოალიციის სირცხვილად; სხვაობა უმაქნის და საქმიან ხალხს შორის. რითი იწონებენ თავს „ოცნების“ კანდიდატები და რას ნანობენ „ნაციონალები“; ყოფილი ხელისუფლების ლიდერების შეხვედრა ამომრჩეველთან ახალციხეში ;

რას ნანობენ „ნაციონალები“
დღეს, 3 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიორგი ბარამიძე და გიგი უგულავა ახალციხეში, მესხეთის თეატრში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდნენ და რეგიონში პარტიის კანდიდატები დაასახელეს. შეკრებილ აუდიტორიას პირველმა ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა ჩიტაშვილმა მიმართა და სიტყვა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბარამიძეს გადასცა.

„მიხარია, რომ ჩვენს პარტიას ამდენი წარმომადგენელი ჰყავს და ბუნებრივია, ეს არ არის სრული შემადგენლობა ჩვენი აქტივის. თანამებრძოლები გვემატებიან და უფრო მეტი ვხდებით“, - განაცხადა ბარამიძემ.

რას ნანობენ „ნაციონალები“მისი თქმით, მაშინ, როცა „ნაციონალები“ ხელისუფლების სათავეში იყვნენ, წინსვლასთან ერთად შეცდომებიც იყო: „გვქონდა გადაცდომებიც, თუმცა არასდროს დაგვიმალავს, თვალის გასწორება არასდროს შეგვშინებია. ამათ კი სულ გააჩერეს ქვეყანა. ხალხი ხედავს ამას. დროა ექსპერიმენტებს თავი დავანებოთ. არამგონია ოცნებებში კიდევ დარჩეს ვინმე, რადგან ცხვირწინ აფერისტობისა და ტყუილების უამრავი მაგალითი გვაქვს“.

ბარამიძის შემდეგ აუდიტორიას ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ტარიელ ლონდარიძემ მიმართა: „ამაყი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, ამას მოჰყვება ქვეყნის ამუშავება და საქართველო საბოლოოდ გაიმართება წელში“.
კოლეგებისგან განსხვავებით, მონოლოგი გაუგრძელდა გიგი უგულავას. მან „ოცნების“ ცრუ დაპირებებზე და არასწორ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„ერთადერთი, რაც წელიწადნახევრის განმავლობაში იზრდება, კრიმინალი და უმუშევრობაა. თუ ვინმე იამაყებს კრიმინალთან ბრძოლით, ამ ქალაქის მკვიდრი ვანო მერაბიშვილია და ქვეყნის სირცხვილია, როცა ვანო მერაბიშვილი ციხეში ზის და ეს უმაქნისი მინისტრი საკუთარ თავს აიგივებს იანუკოვიჩის მთავრობასთან, მთავრობასთან, რომელმაც უკრაინას თავი მოსჭრა, უკრაინა დააჩოქა“.

რას ნანობენ „ნაციონალები“უგულავა დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელი ხალხი პრეზიდენტს აირჩევს, რუსეთს საკადრის პასუხს გასცემს: „მაგრამ, ამ ბრძოლის განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით ჩვენი მთავრობის უნიჭო რიტორიკას. რომ საქართველო არსად არ უნდა გამოჩნდეს, რომ საქართველო არსად არ უნდა გაერიოს, რომ საქართველო არავის პირში არ გაეჩხიროს და არავის პრობლემად არ ექცეს, რომ არც უცხოელებს და არც არავის დედამიწის ზურგზე საქართველო აღარ ახსოვდეთ. ეს არის ამათი საერთაშორისო პოლიტიკა“.

მასი თქმით, სწორედ ამის გამო, მაშინ როცა „ოცნების“ წარმომადგენლებმა სააკაშვილი უკრაინაში დაინახეს, „გაცოფდნენ“: „დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილი აღარავის აღარ აინტერესებს მსოფლიოში, არადა ამ დროს სააკაშვილი სიენენზე იჯდა და თვითონ კავკასიაზე, აქუბარდიასთან“.

უგულავა „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენასაც შეეხო: „ახალციხის მერობის კანდიდატი რომ წარადგინეს, გახსოვთ ალბათ, უკან ფონი რა იყო, განახლებული რაბათის ციხე. თბილისის მერობის კანდიდატის უკან, განახლებული თბილისი. ქუთაისის მერობის კანდიდატის უკან, განახლებული ბაგრატი, ზუგდიდის მერობის კანდიდატის უკან, გალამაზებული ზუგდიდი. თელავის მერობის კანდიდატის უკან, განახლებული თელავი. ბათუმის მერობის კანდიდატის უკან, სამოთხედ ქცეული ბათუმი. ერთადერთი რასაც ვნანობ, ის არის, რომ ხაშურის მერობის კანდიდატის უკან არაფერი იყო და ეს ჩვენი შეცდომაა, რასაც უნდა მივხედოთ“.

რას ნანობენ „ნაციონალები“მისი განცხადებით, „ოცნებამ“ არცერთი დაპირება არ შეასრულა. უფრო მეტიც, ბიუჯეტში მილიარდიანი გარღვევა აქვთ, ასეთი რამ კი შევარდნაძის დროსაც არ ხდებოდა.

„დღეს ჩვენ გვეუბნებიან, პარლამენტი რატომ ააშენეთ, ის დახარჯეთ, ეს დახარჯეთო. მილიარდი გაარღვიეთ ხალხო და ეს ჩვენ მაინც ავაშენეთ და დავტოვეთ. ამ აშენებულის ფონზე ახლა დგახართ და თავებს იწონებთ. ესაა უმაქნის და საქმიან ხალხს შორის განსხვავება“, - განაცხადა უგულავამ.

მან გამოსვლა ვანო მერაბიშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვით დაასრულა. შემდეგ კი სამცხე-ჯავახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაასახელა და შეკრებილ საზოგადოებას დაემშვიდობა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე
ვანო  მერაბიშვილი - ”ნუ ვაპირებთ არჩევანს უკან დაბრუნებისაკენ”
ცესკოს მონაცემებით ახალციხეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს
ტარიელ ლონდარიძე - ”ვირჩევთ მომავალს!”
„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძელებს მერობის კანდიდატი წარუდგინა
ბორჯომის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს შეხვდა [R]
ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის