FM97.5 / LIVE

"ნაციონალების" აქციაზე ციხიდან მერაბიშვილის გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.07.2016
დღევანდელი აქციისთვის ვანო მერაბიშვილმა ციხიდან წერილი გამოგზავნა. იგი სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებლებს მხარდაჭრისკენ მოუწოდებს.

"ნაციონალების" აქციაზე ციხიდან მერაბიშვილის გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს
„ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის“ წევრმა გოკა გაბაშვილმა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს ციხიდან ვანო მერაბიშვილის გამოგზავნილი წერილი გააცნო. მისი თქმით, მერაბიშვილმა წერილი გუშინ, ამ აქციისთვის გამოგზავნა.

როგორც მერაბიშვილი წერილში წერს, მას დიდი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ წარსულში საკუთარი საქმიანობის შესახებ დაფიქრებულიყო.

„ყველაზე მეტად რასაც ვნანობ ჩემი ხელისუფლების სათავეში მოსვლის პერიოდიდან არის ის, რომ ძალიან გვიან მოვიცალე ჩემი მშობლიური მხარისთვის ყურადღების მისაქცევად. ხელისუფელბაში მოსვლის პერიოდში ძირითად დროს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას დავუთმე. რამაც საშუალება მოგვცა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაგვეწყო. სამწუხაროდ ეს აღმშენებლობა ჩვენმა მხარემ მხოლოდ ბოლო ეტაპზე იგრძნო“, – ნათქვამია წერილში.

როგორც მერაბიშვილი წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების სათავეში რომ დარჩენილიყო ახლა კარწახში თავისუფალი სავაჭრო ზონა უკვე ფუნცქიონირებას დაიწყებდა: „ეს ის დიდი კაპიტალის მოზიდვის საშუალება იქნებოდა. ასევე დასრულებული იქნებოდა რაბათის პროექტი და ახალციხის დიდი ნაწილი სრულიად იქნებოდა განახლებული. მე სიამაყით ვივსები, როდესაც მახსენდება რომ ბევრ თქვენთაგანთან ერთად წილად მხვდა ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო ახალციხის ციხის აღდგენაში. ჩვენი ყველას ვალია რომ დანარჩენი ქალაქი ახალციხის ციხის მსგავსად გავალამაზოთ. დღევანდელი ხელისულფების მხრიდან ახალციხის ციხის მივიწყებისა და სრული იგნორირების მიუხედავად ტურისტების ნაკადი როგორც მე ვიცი არ მცირდება. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ერთად არა ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გადავჭრით ჩვენ რეგიონში. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის მშენებლობა. ამისთივს მინდა გთხოვთ რომ მხარი დაუჭიროთ ჩვემ მეგობრებს, მაჟორიტარ კანდიდატებს ვაჟა ჩიტაშვილს, ტარიელ ლონდარიძეს და არსენ კარაპეტიანს“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერაბიშვილი ახალციხის ციხეზე: ‘რაც იყო 8 წლის წინ იმას  არაფერი მიმატებია’
ახალციხეში „ნაციონალების“ აქცია დაიწყო
კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი
რამ აატირა მესხეთის თეატრში შეკრებილი ‘ნაციონალები’
' ჩემ დიდ დამსახურებად მიმაჩნია ახალციხეში რაბათის მშენებლობა' – ვანო მერაბიშვილი
„ნაციონალების“ აქციის მონაწილეებმა  „ახალციხის ციხისკენ“ მსვლელობა მოაწყვეს
„ნაციონალების“ აქცია „ახალციხის ციხის“ შესასვლელთან დასრულდა