FM97.5 / LIVE

ახალციხეში „ნაციონალების“ აქცია დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.07.2016
„თავისუფლება პოლიტპატიმარ ვანო მერაბიშვილს“, „გაუმარჯოს ვანოს“ – ამ შეძახილებით ახალციხის ცენტრში „ნაციონალების“ აქცია დაიწყო.

ახალციხეში „ნაციონალების“ აქცია დაიწყო
ამ წუთებში შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებს ახალციხისა და ადიგენის საარჩევნო ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატივაჟა ჩიტაშვილი მიმართავს.

„ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვანო უკანონო პატიმარია და ხელისულფებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს იგი ციხიდან“, – აცხადებს ჩიტაშვილი.

აქციის დაწყებამდე პარტიის ლიდერები, გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი ვანო მერაბიშვილის ოჯახს სტუმრობდნენ. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილმა განაცხადა, მათ მერაბიშვილის მშობლები მოინახულეს.

შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა შეკრება დაახლოებით 16:00 საათიდან დაიწყეს.

ტრანსფარანტებით – „თავისუფლება პატიმარ ვანო მერაბიშვილს“, „თავისუფლება ვანოს“ – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ. აქციაზე არიან ვანო მერაბიშვილის მშობლიური სოფლის, უდეს მკვიდრებიც.

როგორც ადიგენში საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან რატი ტატალაშვილი ამბობს, მათ მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 600 კაცი ჩამოიყვანეს: „მათ შორის 200 უდედანაა“.

აქციაზე შეკრებილები ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ევრო სასამართლომ მერაბიშვილი პოლიტპატიმრად აღიაარა. ამიტომ ყვალა ნორმალური სახელმწიფო დიდი ხნის წინ გაათავსიუფლება მას პატიმრობიდან, მაგრამ ძალიან უნიათო და არათანმიმდებული მთავრობა გვყავს. ან ვერაფერს ეკეთებენ, ან ძალიან გვიან და ეს აზარალებს სახელმწიფოს“, – ამბობს ზურა ჩილინგარიშვილი.

ახალციხეში „ნაციონალების“ აქცია დაიწყო

ადიგენში, სოფელ ბბოლაჯურში მცხოვრები ნუნუ ფერაძე ამბობს, რომ მასთან ერთად ახალციხეში არა ერთი ადგილობრივი წამოვიდა: „ჩვენ აქ ვანოს მხარდასაჭერად შევიკრიბეთ. მას საქართველოს აღმშენებლობის მეტი არაფერი გაუკეთებია, ამიტომ მოვითხოვთ რომ გაათავისუფლონ პატიმრობიდან“.

უდეში მცხოვრები ჯაბა გიქოშვილი იმ წლებს იხსენებს, როცა ის პოლიციაში მუშაობდა: „ყოფილი პოლიციელი ვარ და ვიცი ვანოს დროს პოლიციაში რა კარგი ვითარებაც იყო. 2012 წლის შემდეგ ეს ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. ვანო მისი გაკეთებული კარგი საქმეების გამო დააკავეს“.

სოფელ არლის მკვიდრი პაატა ვარდიძე კი აცხადებს, რომ „მერაბიშვილს ამ მთავრობამ ბრალი ვერ დაუმტკიცა, ამიტომ უნდა გაათავისუფლონ კიდეც“.

აქციის დაწყებამდე "ნაციონალებმა" ქუჩში ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ამ დროისთივს გზის სავალი ნაწილი თავისუფალია, შეკრებილებს კი გოკა გაბაშვილი მიმართავს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ნაციონალების“ აქციის მონაწილეებმა  „ახალციხის ციხისკენ“ მსვლელობა მოაწყვეს
'ნაციონალებმა’ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი წარადგინეს
რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე
„ნაციონალების“ აქცია „ახალციხის ციხის“ შესასვლელთან დასრულდა
ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პროტესტი მშობლიურ კუთხეში [Video]
„ნაციონალები“ აქციაზე მისვლისკენ ხალხს რუპორით მოუწოდებენ
ვანო მერაბიშვილის დაკავება - შეფასებები მშობლიური მხარიდან