FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილის დასახვედრად სამცხე-ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიდიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.02.2020
ხვალ, 20 თებერვალს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეს დატოვებს. სამცხე-ჯავახეთიდან მასთან შესახვედრად „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წავლენ.

ვანო მერაბიშვილის დასახვედრად სამცხე-ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიდიან
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული შტაბის ხელმძღვანელის გელა დემეტრაძის თქმით, შტაბის წევრები ხვალ დილით ადრე გავლენ, რათა ვანოს ციხიდან გამოსვლის დროს შეხვდნენ.

„60 ადამიანზე მეტი ვიქნებით. დილით ექვს საათზე გავალთ სავარუდოდ. იქ ვიქნებით ვანოს მეგობრები და ის ადამიანები ვინც მას სოლიდარობას უცხადებენ. მერაბიშვილის პატიმრობა პოლიტიკური მიზნებისთის გამოიყენეს. თითქმის ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. ვუსმენდი როგორც ბრალდების მხარეს ისე დაცვის მხარეს მათ არგუმენტებს და დღესაც ხმამაღლა ვამბობ რომ ვანო პოლიტპატიმარია. ბრალდების მხარის მოწმეები ხან რას ამბობდნენ ხან რას, ეტყობოდათ, რომ პროკურატურაში იყვნენ დარიგებულები“,- ამბობს გელა დემეტრაძე.

ვანოს დასახვედრად ადიგენის „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი დავით ოგანეზიანი უკვე წავიდა.

ხვალ თბილისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჯავახეთიდანაც მიდიან.

„ვანო მერაბიშვილი პირველივე დღიდან პოლიტპატიმარია. დრო მოვა და აღიარებენ, რომ პოლიტპატიმარია, ამის ფაქტებიც არის და სტრასბურგის სასამართლოს განაჩენიც. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი და ყველა წავალთ მის შესახვედრად“,-ამბობს ჯავახეთში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი არსენ კარაპეტიანი.

ყოფილ შს მინისტრს პატიმრობის ვადა, ხვალ 20 თებერვალს ეწურება. მისი ადვოკატის თქმით, ვანო პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი თავისუფალია [ვიდეო]
'იგი დროსა და სივრცეშია დაკარგული' – კახი კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება
ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს
ჩემი გადადგომის საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერ და ჩემი გუნდის მიერაც – მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება
ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ექვს თვეში დატოვებს
სპეცოპერაციისას დაღუპული პოლკოვნიკის და ვანო მერაბიშვილის ციხეში დატოვებას ითხოვს