FM97.5 / LIVE

'ნაციონალურმა მოძრაობამ' სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 03.05.2014
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ, სამცხე-ჯავახეთში არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და სიის პირველი ნომრები წარადგინა.

'ნაციონალურმა მოძრაობამ' სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა

ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში, კანდიდატებად პარტიამ ყოფილი გამგებლები წარადგინა. თუმცა, ვინაიდან ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება, ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე, ქალაქის მერობის კანდიდატი იქნება.

ადიგენისა და ასპინძის ყოფილი გამგებლები სიმონ პარუნაშვილი და ბესიკ ბექაური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისევ გამგებლობისთვის იბრძოლებენ. რაც შეეხება ახალციხის მუნიციპალიტეტს, აქ გამგებლობის კანდიდატად პარტიამ გოჩა გვარამაძე დაასახელა.

ამ ეტაპზე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რეგიონის დანარჩენ სამ მუნიციპალიტეტში: ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გამგებლობის კანდიდატები შერჩეული არ ჰყავს.

განსხვავებით კანდიდატებისგან, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შერჩეულია სიის პირველი ნომრები. გამონაკლისი ნინოწმინდაა, სადაც არც გამგებლობის კანდიდატის ვინაობაა ცნობილი და არც სიის პირველი ნომრის.

ქალაქ ახალციხეში სიის პირველი ნომერი ზურაბ სადათიერაშვილი იქნება, ახალციხის მუნიციპალიტეტში კი კახაბერ მოდებაძე. ასპინძის მუნიციპალიტეტში სიის პირველი ნომერი გიორგი გიორგაძე იქნება. ადიგენში, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე.

ბორჯომში სიის პირველი ნომერი ვეფხია გრიგალაშვილია, ახალქალაქში კი ჰარუთიუნ ალექსანიანი.

„მეგობრებო მხნედ იყავით!“ - ასე დაასრულა კანდიდატების წარდგენა გიგი უგულავამ.

პარტიაში განმარტავენ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც კანდიდატები და სიის პირველი ნომრები არ დაუსახელებიათ, ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს და მათი ვინაობაც მალე გახდება ცნობილი.

კანდიდატების წარდგენის ცერემონია მესხეთის თეატრის დარბაზში შედგა. დარბაზი, რომელიც 500 მაყურებელზეა გათვლილი, სავსე იყო.

[თამუნა უჩიძე, თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა' ახალციხეში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა
ვინ იქნებიან „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატები რეგიონში
პაატა ბურჭულაძემ პარტიის საარჩევნო სიის პირველი 12 წევრი დაასახელა
ქართული ოცნების” სიის პირველი ათეული
'არასაპარლამენტო ოპოზიციამ'  მერობისა და გამგებლობის კანდიდატები წარადგინა
მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში – 11 სექტემბრის მდგომარეობით
მერობის 3 და მაჟორიტარობის 14 დამოუკიდებელი კანდიდატი სამცხე–ჯავახეთში