FM97.5 / LIVE

კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.02.2020
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, თუმცა კონკრეტულად რომელ პარტიას შეუერთდება, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი

„მინდა, ჩემი ზოგადი გეგმების შესახებ განცხადება გავაკეთო. გითხარით, რომ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელ პარტიაში გავერთიანდები, მაგრამ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გადაწყვეტილი მაქვს. ამდენი წლის განმავლობაში იზოლაციაში ვიყავი, როდესაც ციხეში პატიმრობაში მოვხვდი, მაშინ ორ პარტია „ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ ერთიანი პარტია იყო. პრაქტიკულად, იმ განცდით ვარ დღესაც იმიტომ, რომ ჩემი ბოლო მეხსიერება არის ის დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა რომ არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მსაჯული არ ვარ. ორივე პარტიაში ჩემი მეგობრები არიან.

მჭირდება გარკვეული დრო, რომ ჩამოვყალიბდე, გავერკვე, დავილაპარაკო, რა აქვთ მათ საერთო, განსხვავებული, თუმცა ერთი რამ ვიცი, რომ ორივე პარტიას საერთო ძალიან ბევრი აქვთ. მოხარული ვარ, რომ დღეს პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია და არა მარტო ოპოზიცია, ქართული საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმ აზრზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამ ხელისუფლებამ თავისი რესურსები ამოწურა, მან თავისი დადებული პირობები არ შეასრულა და პრაქტიკულად, ხელისუფლებაში მათი არსებობა პრობლემას ქმნის. ვფიქრობ, ეს ხელისუფლება შემოდგომაზე, არჩევნების გზით აუცილებლად შეიცვლება. ყველაფერი ძალიან წყნარად ჩაივლის. მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტიური მონაწილე ვიქნები, მაგრამ ყველაზე მიუკერძოებელი და პირადი ინტერესები არ მექნება“,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ ეთერში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'გადაწყვეტილება მიღებული მაქვს რომელ პარტიაში გავერთიანდები' – ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება
' ჩემ დიდ დამსახურებად მიმაჩნია ახალციხეში რაბათის მშენებლობა' – ვანო მერაბიშვილი
მერაბიშვილის დაბრუნებამ ‘რა ჰქმნა’ [ქრონოლოგია]
'ნაციონალურ მოძრაობას ექნება ძალა, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში' - ვანო მერაბიშვილი
მერაბიშვილი ფიქრობს, რომ ენმ და ‘ევროპული საქართველო’ უნდა გაერთიანდნენ
ვანო მერაბიშვილი ბოდიშს იხდის