FM97.5 / LIVE

რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე

მთავარიპოლიტიკა 12.12.2015
ახალციხეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ შეხვედრაზე, ვანო მერაბიშვილის ხსენებაზე "ნაციონალები" ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაუკრეს. ვანო მერაბიშვილის დედამ, ჟენია მერაბიშვილმა, კი ცრემლები ვერ შეიკავა.

რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე
"ადამიანი, რომელმაც ბეჭებზე დადო ქურდული სამყარო" – ამ სიტყვებით გაიხსენეს ვანო მერაბიშვილი, რაზეც მესხეთის თეატრში შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ფეხზე წამოდგნენ და ვანო მერაბიშვილს ტაში დაუკრეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრა, რომელიც მესხეთის თეატრში გაიმართა, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტირზე, ვანო მერაბიშვილზე საუბრით დაიწყო. ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილს დაახლოებით ერთი თვის წინ შეხვდა და მან ახალციხელებთან მოკითხვა დააბარა.

"ვანომ ყველა მოგიკითხათ, მან მეცნიერულად დაასაბუთა თუ როგორ შეიძლება ჩვენი გამარჯვება. ვანო კარგად გამოიყურება, მხნედ, იმედი გვაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება და ჩვენთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის", – განაცხადა შეხვედრაზე ვაჟა ჩიტაშვილმა (სტილი დაცულია).

ჩიტაშვილის ამ განცხადებას, ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშილის ცრემლები მოჰყვა. დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი არაერთხელ ახსენეს.

"ის დღე, როცა ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია ციხეში სხედან წარუმატებელია", – აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა.

"გვჩაგრავენ, გვსჯიან, სამცხე–ჯავახეთს მხოლოდ იმისთვის სჯიან, რომ ვანო ამ რეგიონიდანაა. ვანოს შეეძლო დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა ბოლომდე ჩვენს გვერდითაა,საკუთარი თავი გაწირა და "ნაციონალურ მოძრაობას" ემსახურება", – ამბობს ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი.

მისი თქმით, 24 დეკემბერს, ვანო მერაბიშვლთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, ამ განცხადებას დარბაზში შეკრებილი "ნაციონალების" მხრიდან ისევ ტაში მოჰყვა: "თქვენს მოკითხვას, თქვენს ოვაციებს და ტაშს ვანოს გადავცემ".
რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე

შეგახსენებთ, დღეს, 12 დეკემბერს, ახალციხეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სერგო რატიანი, მიხეილ მაჭავარიანი და დავით დარჩიაშვილი ესტუმრნენ. ისინი სამცხე–ჯავახეთის მცხოვრებლებს მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრნენ.
[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ქართული ოცნება 'ლაფატკაზე' დავდოთ და გავისროლოთ' – ენმ–ს პარტიული შეხვედრა ახალციხეში
ტარიელ ლონდარიძე: „ვერ ვხედავთ საჭიროებას ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდეს“
ენმ ახალციხე ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ერთ წლისთავს ეხმაურება
ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
ახალციხეში „ნაციონალების“ აქცია დაიწყო
რატომ მიაჩნია ვანო მერაბიშვილის განაჩენი დაუსაბუთებლად ვაჟა ჩიტაშვილს?