FM97.5 / LIVE
ანათლების სამინისტრო არ დაინტერესდება.">

მეხუთე სკოლა „ღია კარის პრინციპით“ პროტესტს ხვალაც გააგრძელებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.03.2014
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ გაკვეთილებს იქამდე არ ჩაატარებენ, ვიდრე მათი პროტესტით განათლების სამინისტრო არ დაინტერესდება.

მეხუთე სკოლა „ღია კარის პრინციპით“ პროტესტს ხვალაც გააგრძელებს
ახალციხის მეხუთე სკოლაში დღეს, 17 მარტს, გაკვეთილები არ ჩატარდა. მასწავლებლები კლასებში შედიოდნენ, საკლასო ოთახის კარს ღიას ტოვებდნენ და მოსწავლეებს თავისუფალ თემებზე ესაუბრებოდნენ.

„კლასში შევდივართ, ბავშვებს ვესაუბრებით, მაგრამ გაკვეთილს არ ვხსნით. ასე გამოვხატავთ პროტესტს. სხვაგვარად ვერ მივიქციეთ სამინისტროს ყურადღება, 86 პედაგოგის სურვილი არ გაითვალისწინა არც ახალმა დირექტორმა და არც სამინისტრომ. იქნებ ასე მაინც მივიქციოთ ყურადღება“, - ამბობს მარინა სულაქველიძე.

პარალელურად, დილიდან სკოლაში შემოწმებას ატარებდა ინგა ვარდიძე, რომელიც 12 მარტს განათლების მინისტრის ბრძანებით სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ვარდიძე მასწავლებლებს სთხოვდა გაკვეთილი ჩაეტარებინათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის ხელფასის დაქვითვა მოუწევდა.

მეხუთე სკოლა „ღია კარის პრინციპით“ პროტესტს ხვალაც გააგრძელებსპედაგოგები კი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში თავად ვარდიძემაც ვერ გაართვა თავი საქმეს, ვერ უზრუნველყო სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვა, ამიტომ ხელფასი მასაც უნდა დაექვითოს.

„არაკომპეტენტური პიროვნებაა, შეურაცხოფა მოგვაყენა ბავშვებთან. არსებობს სამასწავლებლო, კაბინეტი, სადაც შეეძლო გავეფრთხილებინეთ, არ იყო საჭირო კლასებში შემოსულიყო და მოსწავლეების თანდასწრებით ეთქვა. მთელი რვა წლის განმავლობაში ყოველ დღე გვიქვითავდა ჟენია თუმანიშვილი ხელფასს და ამით ვერ გაგვაკვირვებს. ზუსტად იმ პოლიტიკას ატარებს, რასაც წინა დირექტორი ატარებდა“, - ამბობენ პედაგოგები.

მეხუთე სკოლის პედკოლექტივი სკოლაში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას იმ ადამიანებს აკისრებს, ვინც ინგა ვარდიძე დანიშნა.

„რაც დღეს ხდება, ამაზე პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვეკისრება, პაუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს პიროვნებები ამ განწყობამდე მიიყვანა. რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩავშალოთ საგაკვეთილო პროცესი და ამით მოსწავლეებს ზიანი მივაყენოთ. მე ვთხოვ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს, შეხვდეს კოლექტივს, რათა როგორმე გადავწყვიტოთ ეს პრობლემა“, - ამბობს ნანა დათაშვილი, რომელიც 11 თვის განმავლობაში მეხუთე სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა და რომლის ამ პოსტზე დანიშვნას ითხოვს პედკოლექტივი.

მეხუთე სკოლა „ღია კარის პრინციპით“ პროტესტს ხვალაც გააგრძელებსდღეს, დღის მეორე ნახევარში, სამასწავლებლოში შესულ ინგა ვარდიძეს პედაგოგებმა სთხოვეს, რომ სათათბიროდ დამსხდარიყვნენ. შეხვედრაზე ვარდიძეს ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტა ამ სკოლის დირექტორობა, რაზეც ვარდიძემ უპასუხა, რომ მას ისევე სურს ამ სკოლაში მუშაობა, როგორც ეს მათ უნდათ.

„წარმატებული, პრესტიჟული სკოლაა, რატომაც არ უნდა მინდოდეს აქ მუშაობა“, - აღნიშნა ინგა ვარდიძემ.

„თქვენს ადგილზე რომ ვიყო, ავდგებოდი და წავიდოდი, თქვენ ამ კოლექტივში ვერ იმუშავებთ“, - უთხრა მას ერთ-ერთმა პედაგოგმა.
„მინისტრის ბრძანებაა, დამნიშნა და ახლა მოვითხოვო გათავისუფლება?“, - გაუკვირდა ინგა ვარდიძეს.

შეგახსენებთ, ინგა ვარდიძე მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის, 2014 წლის 12 მარტის, N1ა-167 ბრძანებითაა დანიშნული. მისი დანიშვნის საფუძვლად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილისა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის წერილებთან ერთად დასახელებულია თავად ვარდიძის წერილიც.

„გთხოვთ ,დამნიშნოთ სსიპ ქალაქ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად“, - ვკითხულობთ ვარდიძის წერილში. ვარდიძეს სამინისტროში განცხადება 11 მარტს აქვს შეტანილი, (შეგახსენებთ, იგი ამ პოსტზე მომდევნო დღეს, 12 მარტს დაინიშნა).

მეხუთე სკოლა „ღია კარის პრინციპით“ პროტესტს ხვალაც გააგრძელებსშეხვედრიდან ცხადი გახდა, რომ ვარდიძე სკოლიდან წასვლას არ აპირებს. თავის მხრივ, ვითარებასთან შეგუებას არ აპირებენ პედაგოგები. ისინი აცხადებენ, რომ აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ მათ არავინ არაფერი შეუთანხმა, არწმუნებდნენ, რომ მოვალეობის შემსრულებლად ნანა დათაშვილი დარჩებოდა, რომელიც ამ პოსტზე 2013 წლის მასიდან მუშაობს და სრულიად მოულოდნელად ვარდიძე გამოჩნდა; ასევე, ამბობენ, რომ პირველივე დღიდან ვარდიძე ბრძანების ტონით ესაუბრებათ, მათ კი ასეთ ხელმძღვანელთან 8-წლიანი მუშაობის გამოცილება აქვთ და იგივე ვითარებაში მუშაობა აღარ სურთ. ამიტომ, მეხუთე სკოლის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს პროტესტი, იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს გამართეს, იქამდე გააგრძელონ, ვიდრე ვითარება არ შეიცვლება. ამავე დროს ამბობენ, რომ მოსწავლეებს არ დააზარალებენ, რადგან ყველა გაცდენილ გაკვეთილს აანაზღაურებენ.

მეხუთე სკოლა „ღია კარის პრინციპით“ პროტესტს ხვალაც გააგრძელებსპედკოლექტივის გადაწყვეტილებით მეხუთე საჯარო სკოლაში გაკვეთილები არც ხვალ ჩატარდება. ისინი ყურადღებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და განათლების სამინისტროსგან ითხოვენ. ინგა ვარდიძე კი კვლავ დუმილს არჩევს და მედიასთან კომენტარისგან თავს იკავებს.

მეხუთე საჯარო სკოლაში 1300 მოსწავლე და 86 პედაგოგია. 86-ვე მასწავლებლის ხელმოწერილი წერილი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნანა დათაშვილის დანიშვნის მოთხოვნით, პედაგოგებმა განათლების სამინისტროში უკვე გააგზავნეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან
განათლების სამინისტრო: მეხუთე სკოლაში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო


მეხუთე სკოლაში, სადაც დილიდან ხმაურია, დახურული სხდომა იწყება