FM97.5 / LIVE

რატომ არ უნდათ ახალი ხელმძღვანელი მეხუთე სკოლაში? [Video]

მთავარიSK TV » ვიდეო 14.03.2014
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ პიროვნულად სკოლის ახალ ხელმძღვანელის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ მათთვის მიუღებელი მისი მოულოდნელი გამოჩენაა. სკოლაში ფიქრობენ, რომ ვარდიძეს ზურგს სხვა უმაგრებს.



მეხუთე სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორობის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი ნანა დათაშვილი კიდევ აპირებს დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას. რესურცენტრში ეს იცოდნენ და აცხადებდნენ, რომ სკოლის ხელმძღვანელი არ შეიცვლებოდა. ინგა ვარდიძე კი დღეს, 13 მარტს, მოულოდნელად გამოჩნდა. მათ პიროვნულად ვარდიძის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ სასწავლო წლის დამთავრებამდე თვენახევრით ადრე სკოლაში ვითარების შეცვლა და არეულობა არ სურთ.

„პირველივე დღეს ეს ქალბატონი ბრძანების კილოთი გვესაუბრება, ოფიციალური ტონით. ჩვენ ასეთი დირექტორი გვყავდა რვა წელიწადი, ძლივს გავძელით და აღარ გვინდა“, - ამბობს მეხუთე სკოლის პედაგოგი ეთერი გვირჯიშვილი.

სკოლაში ვარაუდობენ, რომ ინგა ვარდიძეს ზურგს სხვა უმაგრებს. ამავე სკოლის პედაგოგი მარინა სულაქველიძე ამბობს, რომ მათთვის ყველაზე მიუღებელი ვარდიძის მოულოდნელი გამოჩენა იყო.

„თვენახევრით, დროებით დაინიშნა ახალი დირექტორი, მოულოდნელად მოგვევლინა დღეს და ჩვენთვის ეს იყო ძალიან გასაკვირი და მიუღებელი ფორმა. ეს რაღაც საგანგებო პროცესია. ეს ადმიანი პირველ დღესვე ისეთი ოფიცილური ტონით მოვიდა, რომ ვფიქრობთ, ვიღაცის ზურგი აქვს“, - ამბობს მარინა სულაქველიძე.

რატომ არ უნდათ ახალი ხელმძღვანელი მეხუთე სკოლაში? [Video]

შეგახსენებთ, რომ ინგა ვარდიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N1/ა - 167 ბრძანებით, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად 2014 წლის 12 მარტს დაინიშნა. ვარდიძე სკოლაში დღეს, 13 მარტს დილით მივიდა. თუმცა, მის გამოჩენას სკოლაში პროტესტი მოჰყვა. მოსწავლეებმა ტრანსფარანტებით ხელში შესვენებაზე აქცია გამართეს. მოსწავლეები და პედაგოგები სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნანა დათაშვილის დარჩენას ითხოვენ, რომელიც ამ პოსტზე თითქმის ერთი წელია, სკოლიდან ყოფილი დირექტორის, ჟენია მერაბიშვილის წასვლის შემდეგ მუშაობს. ახალციხის საგანამანათლებლო რესურსცენტრი დილიდან ცდილობდა სკოლაში ვითარების განმუხტვას, თუმცა, სკოლის პედკოლექტივსა და რესურსცენტრს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. მოლაპარაკება ვერც ინგა ვარდიძესა და სკოლის პედკოლექტივს შორის შედგა.

[თინათინ ზაზაძე, თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება

ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან
მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში
ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ