FM97.5 / LIVE
მეწყერის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს ამჯერად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესტუმრნენ.">

დამეწყრილი აწყურის პრობლემამ ომბუდსმენამდე მიაღწია

მთავარიეკონომიკა 27.02.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს ამჯერად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

დამეწყრილი აწყურის პრობლემამ ომბუდსმენამდე მიაღწია
დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრა აწყურში, საკრებულოს შენობაში გაიმართა. აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შუქრი გოგოლაძე გვიხსნის, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს მოსახლეობის მოთხოვნები აინტერესებდათ.

შეგახსენებთ, რომ დამეწყრილ აწყურში მცხოვრებლები კომპენსაციას ან ისევ ახალციხის მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელში დასახლებას ითხოვენ და კატეგორიულ უარს აცხადებენ სხვა კუთხეში გადასახლებაზე.

„უკიდურეს შემთხვევაში თანახმა არიან სამხედრო ნაწილის შენობაში შესახლებაზე. დაგვპირდნენ, რომ ლტოლვილთა სამინისტროსთან გვიშუამდგომლებენ", - ამბობს შუქრი გოგოლაძე

გასულ კვირას დამეწყრილ აწყურში მცხოვრები ოჯახების ბედით ლტოლვილთა სამინისტროც დაინტერესდა. პრობლემის მოგვარებაში ჩართულია რეგიონული განვითარების სამინისტროც.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად რვა ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. 2012 წლის ოქტრომრიდან ისინი ნაქირავებ სახლებში ცხოვრობენ, ბინის ქირას კი მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უხდის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალოების შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე განმარტავს, რომ თითოეული ოჯახი ყოველთვიურად 150 ლარს იღებს. მისივე თქმით, ვიდრე მათი საკითხი არ გადაწყდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება არ შეწყდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამეწყრილ აწყურში უსახლკაროდ დარჩენილები  გადასახლებაზე უარს აცხადებენ
აწყურის დამეწყრილ ოჯახებს გასული სამი თვის ქირას არ გადაუხდიან
დამეწყრილ აწყურში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას დღემდე ელოდება
აწყურის უსახლკარო ოჯახებს ახალციხის თვითმმართველობამ ქირა დაუფარა
აწყურში მეწყერისგან დაზარალებულები  კონპენსაციას მიიღებენ
დამეწყრილი აწყურის პრობლემით ”ერთსულოვნება” დაინტერესდა
დაცლილი უბანი აწყურში [Video]