FM97.5 / LIVE
დამეწყრილ აწყურში მცხოვრებლებს ლტოლვილთა სამინისტრო სხვა კუთხეში გადასახლებას სთავაზობს, ადგილობრივები კი კომპენსაციას, ან ისევ ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვა სოფელში დასახლებას ითხოვენ.">

დამეწყრილ აწყურში უსახლკაროდ დარჩენილები გადასახლებაზე უარს აცხადებენ

მთავარიეკონომიკა 21.02.2014
დამეწყრილ აწყურში მცხოვრებლებს ლტოლვილთა სამინისტრო სხვა კუთხეში გადასახლებას სთავაზობს, ადგილობრივები კი კომპენსაციას, ან ისევ ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვა სოფელში დასახლებას ითხოვენ.

დამეწყრილ აწყურში უსახლკაროდ დარჩენილები  გადასახლებაზე უარს აცხადებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბედით ამჯერად ლტოლვილთა სამინისტრო დაინტერესდა.

მეწყერის შედეგად დაზარალებულ რვა ოჯახს დღეს, 21 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომდგენლები შეხვდნენ.

სამინისტრო დაზარალებულებს საქართველოს სხვა რეგიონებში გადასახლებას სთავაზობს, თუმცა, როგორც შეხვედრაზე მოსახლეობამ განაცხადა, ამ შეთავაზებას არ დასთანხმდებიან. დაზარალებულები ითხოვენ კომპენსაცია მიიღონ, ან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ, თუმცა ბინები ამავე სოფელში ან მუნიციპალიტეტში უნდა იყოს.

„სამინისტროს ბინები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აქვს შეძენილი, ჩვენ შევთავაზეთ ეს ბინები, მაგრამ მოსახლეობა სხვაგან გადასახლებაზე უარს ამბობს. მათი მოთხოვნაა, რომ სამინისტრომ ადგილზე შეისყიდოს ბინები და გადავცეთ მათ საკუთრებაში“, - ამბობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი თამაზ გვიმრაძე.

მისივე თქმით, არსებობს მეორე ალტერნატივაც. აწყურში, ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობა გარემონტდეს და დაზარალებული მოსახლოება აღნიშნულ შენობაში შეასახლონ.

„ჩვენ გვინდა, რომ კომპენსაცია მოგვცენ, მაგრამ თუ ეს არ იქნება, მაშინ თანახმა ვართ, რომ სამხედრო შენობაში შევიდეთ“, - ამბობს მეწყერის შედეგად დაზარალებული ივანე ლაბაძე.

თამაზ გვიმრაძის თქმით, დაზარალებული მოსახლოების მოთხოვნებს სამინისტროს გააცნობენ. რას გადაწყვეტს სამინისტრო ცნობილი მოგვიანებით გახდება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად რვა ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. 2012 წლის ოქტრომრიდან ისინი ნაქირავებ სახლებში ცხოვრობენ, ბინის ქირას კი მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უხდის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალოების შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე განმარტავს, რომ თითოეული ოჯახი ყოველთვიურად 150 ლარს იღებს. მისივე თქმით, ვიდრე მათი საკითხი არ გადაწყდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება არ შეწყდება.

შეხვედრის შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლები, აწყურში, დაზიანებული სახლების დასათვალიერებლად გაემგზავრნენ.

დამეწყრილ აწყურში უსახლკაროდ დარჩენილები  გადასახლებაზე უარს აცხადებენ
[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამეწყრილი აწყურის პრობლემამ ომბუდსმენამდე მიაღწია
აწყურის დამეწყრილ ოჯახებს გასული სამი თვის ქირას არ გადაუხდიან
დამეწყრილ აწყურში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას დღემდე ელოდება
6 თვემდე დევნილ ბავშვებს პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემენ
დამეწყრილი აწყურის პრობლემით ”ერთსულოვნება” დაინტერესდა
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ
ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო