FM97.5 / LIVE
მეწყერის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა მხოლოდ სამი თვის ქირას გადაუხდის.">

აწყურის დამეწყრილ ოჯახებს გასული სამი თვის ქირას არ გადაუხდიან

მთავარისაზოგადოება 07.05.2013
აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა მხოლოდ სამი თვის ქირას გადაუხდის.

აწყურის დამეწყრილ ოჯახებს გასული სამი თვის ქირას არ გადაუხდიან
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში რვა ოჯახი მეწყერის შედეგად უსახლკაროდაა დარჩენილი. გასული წლის ოქტომბრიდან ისინი ნაქირავებ სახლებში ცხოვრობენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მხოლოდ სამი თვის ქირა (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) გაუხადა. მას შემდეგ კი მოსახლეობა დახმარებას დღემდე ელოდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის ბინის ქირას ამ ეტაპზე ვერ გადაუხდიან. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის თქმით, მეწყერის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას აპრილის, მაისისა და ივნისის ქირას გადაუხდიან.

”ეს ისეთი პროცედურაა, რომ დრო სჭირდება. აპრილის თვის ქირას ყველას გადავუხდით. დაზარალებულმა მოსახლეობამ შესაბამისი აქტი უნდა წარმოადგინოს, რომ ნამდვილად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ამას ბინის მესაკუთრეები შეადგენენ და დაახლოებით მაისის შუა რიცხვებამდე ყველა დაზარალებული მიიღებს ბინის ქირას”, - განმარტავს ბესიკ ბლიაძე.

მისივე თქმით, დაზარალებულები ბინის ქირას 150 ლარის ოდენობით მიიღებენ და გამგეობა სამთვიან ხელშეკრულებას დაუდებს. რა ბედი ეწევა სამი თვის შემდეგ აწყურში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას, ბესიკ ბლიაძე ვერ აკონკრეტებს.

”ამ საკითხზე სამინისტროსთან ვმუშაობთ. გვაქვს შემოთავაზება, რომ ზარალის ოდენობა დავადგინოთ, მოვიწვიოთ აუდიტი და ჩატარდეს ექსპერტიზა, თუ რა ქონებაზეა საუბარი. ხოლო, როცა ზარალი დაითვლება, სამინისტრო გადაწყვეტს როგორ უნდა მოიქცეს. ჩვენ ჩვენ საქმეს ვასრულებთ, შესაბამისად თუ არ მოესწრო ამ ხალხის დაკმაყოფილება ამ სამ თვეში, მაშინ გავაგრძელებთ ბინის ქირის გადახდას”, - ამბობს ბესიკ ბლიაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამეწყრილ აწყურში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას დღემდე ელოდება
აწყურის უსახლკარო ოჯახებს ახალციხის თვითმმართველობამ ქირა დაუფარა
დამეწყრილი აწყურის უსახლკარო ოჯახებს გამგეობა ქირის გადახდას უგვიანებს
წინუბანში უსახლკაროდ დარჩენილ გოგოლაძეებს ბინის ქირას მერია გადაუხდის
დამეწყრილი აწყურის პრობლემამ ომბუდსმენამდე მიაღწია
დამეწყრილ აწყურში უსახლკაროდ დარჩენილები  გადასახლებაზე უარს აცხადებენ
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა