FM97.5 / LIVE

დამეწყრილი აწყურის პრობლემით ”ერთსულოვნება” დაინტერესდა

მთავარიეკონომიკა 30.04.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობამ არასამთავრობო ორგანიზაციას ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის” მიმართა.

დამეწყრილი აწყურის პრობლემით ”ერთსულოვნება” დაინტერესდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში რვა ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა უკვე წლებია დახმარებას ითხოვს. თუმცა, გარდა სამი თვის ქირის ფულისა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასულ წელს გადაუხადა, მათ არანაირი დახმარება არ მიუღიათ. დაზარალებული მოსახლეობა ითხოვეს, რომ მათი პრობლემით ცენტრალური ხელისუფლება დაინტერესდეს.

გაღმა აწყურში მცხოვრებმა მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან, პარლამენტის წევრი, ვაჟა ჩიტაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას რამდენჯერმე შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. დამეწყრილი აწყურის პრობლემით რეგიონული განვითარების სამინისტროც დაინტერესდა. თუმცა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ადგილობრივების თქმით, ბზარები დღითიდღე იზრდება და აქ ცხოვრება საშიშია.

დამეწყრილი აწყურის მოსახლეობამ ახლა არასამთავრობო ორგანიზაციას ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” განცხადებით მიმართა. სადაც დამეწყრილ ზონაში არსებული მდგომარეობაა აღწერილი და ნათქვამია, რომ აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას, კერძოდ კი ყოფილ გამგებელს გელა დემეტრაძეს რამდენჯერმე მიმართეს.

”დემეტრაძემ წერილობით გვიპასუხა, სადაც გვატყობინებს, რომ ”ამ ეტაპზე შეუძლებელია ჩვენი განცხადების დაკმაყოფილება”. გამგეობამ, კერძოდ კი გ. დემეტრაძემ 2012 წლის 30 ივლისს ისევ წერილობით გვაცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ იქნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში და კახეთის რეგიონში შესყიდული საცხოვრებელი სახლები. შემოთავაზება შემოთავაზებად დარჩა თეთრ ფურცელზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ ”მთავრობამ შესაბამისი კომისია გამოყოს, დანიშნონ აუდიტი და საერთოდ, მოგვაქციონ ყურადღება”.

განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სახელზე მომზადდა ნათქვამია, რომ დამეწყრილი აწურის მოსახლეობა ”ერთსულოვნებისგან” მოითხოვს, რომ აწარმოოს მონიტორინგი ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანოებში. განცხადებას ხელს მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აწერს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ ყველა ის დოკუმენტაცია მოაგროვეს, რაც წლების განმავლობაში აწყურის მოსახლეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღო. ახლა კი მისი შესწავლა მიმდინარეობს. მათი მიზანია, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებამდე მივიდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ”სამხრეთის კარიბჭე” მუშაობას განაგრძობს.

დამეწყრილი აწყურის პრობლემით ”ერთსულოვნება” დაინტერესდა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამეწყრილ აწყურში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას დღემდე ელოდება
დამეწყრილი აწყურის პრობლემამ ომბუდსმენამდე მიაღწია
აწყურის დამეწყრილ ოჯახებს გასული სამი თვის ქირას არ გადაუხდიან
დამეწყრილი აწყურის პრობლემით რეგიონული განვითარების სამინისტრო ინტერესდება

დამეწყრილ აწყურში უსახლკაროდ დარჩენილები  გადასახლებაზე უარს აცხადებენ
აწყურში წვიმის და დაღამების ეშინიათ
დამეწყრილი აწყურის უსახლკარო ოჯახებს გამგეობა ქირის გადახდას უგვიანებს