FM97.5 / LIVE
სამთვიანი ლოდინის შემდეგ, აწყურში დამეწყრილ ოჯახებს ახალციხის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბინის საფასური გადაუხადა.">

აწყურის უსახლკარო ოჯახებს ახალციხის თვითმმართველობამ ქირა დაუფარა

მთავარისაზოგადოება 24.03.2014
სამთვიანი ლოდინის შემდეგ, აწყურში დამეწყრილ ოჯახებს ახალციხის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბინის საფასური გადაუხადა.

აწყურის უსახლკარო ოჯახებს ახალციხის თვითმმართველობამ ქირა დაუფარა
აწყურის მკვიდრს ნონა თაბაგარს, რომელიც მეწყერის გამო სოფელში სახლის დანგრევის შემდეგ, ახალციხეში, გრიგოლ ორბელიანის N7-ში ცხოვრობს, ადგილობრივ თვითმმართველობამ ბინის ქირის გადასახადი უკვე დაუფარა.

თაბაგარი ადგილობრივ თვითმმართველობას ბინის საფასურის გადახდის მოთხოვნით დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში აკითხავდა: „2 თვის გადაგვიხადეს უკვე და გვითხრეს, რომ ამის შემდეგ გადასახადი აღარ დაიგვიანებს“.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან აწყურში დამეწყრილი ოჯახებისთვის 2 თვის ბინის ქირა 14 მარტს გადარიცხეს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქირას აწყურში 7 დაზარალებულ ოჯახს უხდის. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობა ამ თანხას მანამდე გადაიხდის, ვიდრე სახელმწიფო დაზარალებულებისთვის რაიმე ალტერნატივას არ გამონახავს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამეწყრილი აწყურის უსახლკარო ოჯახებს გამგეობა ქირის გადახდას უგვიანებს
აწყურის დამეწყრილ ოჯახებს გასული სამი თვის ქირას არ გადაუხდიან
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
დამეწყრილი აწყურის პრობლემამ ომბუდსმენამდე მიაღწია
დამეწყრილ აწყურში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას დღემდე ელოდება
დამეწყრილი აწყურის პრობლემით რეგიონული განვითარების სამინისტრო ინტერესდება

წინუბანში უსახლკაროდ დარჩენილ გოგოლაძეებს ბინის ქირას მერია გადაუხდის