FM97.5 / LIVE

ასპინძის გამგებლის საქმემ საკასაციო ინსტანციაში გადაინაცვლა

მთავარისამართალი 26.02.2014
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის, ლევან ცაბაძისა და გამგებლობის ერთ-ერთი პრეტენდენტის, პაატა მაისურაძის დავამ, უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა.

ასპინძის გამგებლის საქმემ საკასაციო ინსტანციაში გადაინაცვლა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზენაეს სასამართლოს დაახლოებით ორი კვირის წინ მიმართა. ალექსანდრე პაპაშვილმა, რომელიც ასპინძის საკრებულოს წარმოადგენს და გამგებლის, ლევან ცაბაძის წარმომადგენელმა ირაკლი ხაჩიძემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

საკრებულოსა და გამგებლობის ერთ-ერთი პრეტენდენტს პაატა მაისურაძეს შორის დავა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლად ლევან ცაბაძის დანიშვნისთანავე დაიწყო.

პაატა მაისურაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი 2013 წლის მაისში შეიტანა. მაისურაძე აცხადებდა, რომ საკონკურსო კომისიამ პროცესი დარღვევებით წარმართა და ლევან ცაბაძე კონკურსის მეორე ეტაპზე არ უნდა გადასულიყო, რადგან მის დიპლომში ხარვეზები იყო (შეცდომით იყო გვარში ასობგერა და მამის სახელი, რაც არ იძლეოდა ცაბაძის იდენტიფიცირების საშუალებას)და მას არც გამგებლის პოსტის დასაკავებლად საჭირო სამუშაო გამოცდილება ჰქონდა. მაისურაძე ასევე ასაჩივრებდა საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, რომელის თანახმად, საპრეტენზიო კომისიამ მისი საჩივარი აღნიშნულ ხარვეზებზე არ დააკმაყოფილა. მაისურაძე ამბობდა, რომ ცაბაძის მეორე ეტაპზე გადასვლით მას ზიანი მიადგა, რადგან შემცირდა მისი გამარჯვების შანსები.

2013 წლის 13 აგვისტოს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა არ გაიზიარია მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ დიპლომში არსებული მონაცემები საკმარისი იყო ცაბაძის იდენტიფიცირებისთვის, ასევე, სამუშაო გამოცდილებაში ნაგულისხმევი იყო 2 წლამდე გამოცდილება და არა 2 წლიანი გამოცდილება და მაისურაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე პაატა მაისურაძის მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ. საქმეზე დადგინდა, რომ ლევან ცაბაძეს არ გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის საჭირო გამოცდილება, მის მიერ წარგენილი დიპლომი კი არ იძლევა მისი იდენტიფიცირების საშუალებას. ახალციხის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მაისურაძის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომ უფლებამოსილება შეჩერებოდა გამგებელს.

მოპასუხე მხარემ ახალციხის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აპელანტი არ ეთანხმებოდა სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება - ცაბაძე, რომელსაც არ ჰქონდა საჯარო სამსახურში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება, კონკურსის მეორე ეტაპზე დაეშვა.

აპელანტი განმარტავდა, რომ კომისიის წევრებმა იცოდნენ დიპლომში არსებული ხარვეზის შესახებ, (საუბარია ცაბაძის მამის სახელის შეცვლაზე) და 2-წლიანი გამოცდილება მხოლოდ შესაფასებლად იყო საჭირო და არა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. იგი აცხადებდა, რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ცაბაძის მიერ წარდგენილი ხედვებისა და სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე. მოპასუხე მხარე არც იმას იზიარებდა, რომ ამ აქტით ზიანი მიადგა მაისურაძეს, რადგან შეეზღუდა გამარჯვების შანსი.

2013 წლის 24 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ასპინძის საკრებულოსა და ლევან ცაბაძის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ დავამ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადაინაცვლა.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ არალეგიტიმური გამგებელია. ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ასაჩივრებს დროის გაჭიანურების მიზნით. ახალი გარემოება არ არის საქმეში და რამ უნდა გაამართლოს?! ერთი პროცენტიც არ არსებობს“, - ამბობს პაატა მაისურაძე.

მისივე განმარტებით, კონკურსი მხოლოდ ცაბაძის ნაწილში გაასაჩივრა და ამიტომ საკრებულო ვალდებულია კონკურსი გააგრძელოს: „თუ ასე გააგრძელებენ უკანონო ქმედებებს, ისღა დამრჩენია ახალი საქმე შევიდეს საკრებულოს თავმჯდომრისა და კომპეტენტური პირების წინააღმდეგ“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე კი ამბობს, რომ სასამართლოს მის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებამოსილებას შეუჩერებდნენ. რაც შეეხება საჯარო სამსახურში მუშაობის ორ წლიან გამოცდილებას, იგი ფიქრობს, რომ აქვს: „სასამართლომ დასვა კითხვის ქვეშ საკრებულოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება და ჩემი საჯარო სამსახური. საჯარო სამსახურში მუშაობის დროს შვებულებით არ მისარგებლია და ვთვლი, რომ ორწლიანი გამოცდილება მაქვს. სხვა ასე არ ფიქრობს, ეს სუფთა სადაო თემაა და არ ვიცი როგორ გადაწყდება. რაც შეეხება საკრებულოს, მართალია თუ მტყვანი, ჩემი გასარჩევი არ არის“.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება იმიტომ გაასაჩივრეს, რომ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც წინა სასამართლოების მიერ იქნა გამოტანილი, საბოლოო შედეგი არ დგება: „საკრებულომ რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში, არავინ იცის. ვსვამთ კითხვას: როგორ მოვიქცეთ? ამიტომ გავასაჩივრეთ“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ პაატა მაისურაძემ, საჩივარი შეიტანა მხოლოდ პირველი ეტაპის ნაწილში, რაც მხოლოდ ახალი დავის წარმოების საშუალებას იძლევა და არა პირდაპირ გამგებლის თანამდებობიდან მოხსნას.

„არ გაასაჩივრა შემდგომ წარმოებული დოკუმენტები. დანარჩენი აქტები, რომლითაც დაინიშნა ლევან ცაბაძე გამგებლად. საერთოდ არ არის გასაჩივრებული. დღეის მდგომარეობით კი გასაჩივრების ვადები გასულია. არ არის გასაჩივრებული ის ბრძანება, რითაც დანიშნულია ცაბაძე, ასევე არ არის გასაჩივრებული საკრებულოს გადაწყვეტილება, ერთხმად რომ მოიწონეს წარდგენილი კანდიდატი“, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

როდის ჩაინიშნება უზენაეს სასამართლოში პროცესი, ჯერ უცნობია. „იქ საერთოდ არ არის წარმოების ვადები და თავად წყვეტენ როდის რა უნდა განიხილონ“, - განმარტავს პაპაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გამგებლის პოსტისთვის ასპინძაში სამი კანდიდატი იბრძოდა: ლევან ცაბაძე, პაატა მაისურაძე და გიორგი ჯვარიძე. 2013 წლის 16 მაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი ლევან ცაბაძის კანდიდატურას დაუჭირეს, რამაც დანარჩენი პრეტენდენტების პროტესტი გამოიწვია.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა
შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს
ასპინძის საკრებულო: ზეწოლას ადგილი არ ჰქონია
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ასპინძის გამგებლის საქმეზე იმსჯელა
ასპინძის საკრებულოს საქმეზე ახალციხის სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმართა
ასპინძაში გამგებლის დანიშვნას აპროტესტებენ
შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ