FM97.5 / LIVE
ახალარჩეულ გამგებელს ლევან ცაბაძეს მისი კონკურენტი გამგებლობის კანდიდატები დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებენ.">

ასპინძის ახალარჩეულ გამგებელს უკვე უჩივიან

მთავარიპოლიტიკა 16.05.2013
ასპინძის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ გამგებელს ლევან ცაბაძეს მისი კონკურენტი გამგებლობის კანდიდატები დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებენ.

ასპინძის ახალარჩეულ გამგებელს უკვე უჩივიან
გამგებლობის კანდიდატი პაატა მაისურაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ გადაწყვეტლებას უკანონოდ მიიჩნევს და გასაჩივრებას გეგმავს.

მაისურაძე ლევან ცაბაძეს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს: ”დღეს არის გასაჩივრების ბოლო ვადა და ვაპირებ საჩივრის შეტანას, სადაც წერია, რომ შეცდომაა ცაბაძის გვარსა და მამის სახელში. ასევე, დიპლომი აქვს მ.ა შოლოხოვის უნივესიტეტის სახელწოდებით და ჩვენ გავარკვიეთ, რომ ვიდრე ეს სასწავლებელი მიიღებდა ამ სახელწოდებას, მანამდე სამი წლით ადრე აქვს აღებული დიპლომი. ასევე გამოსახული ლოგოები დიპლომსა და ისტორიაში არის სხვადასხვა”.

მაისურაძე მომხდარში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მერაბ ველიჯანაშვილსა და ასპინძის ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს მამუკა მელიქიძეს ადანაშაულებს.

”ველიჯანაშვილმა საკრებულოს წევრებს დაშინების მეშვეობით აარჩევინა ლევან ცაბაძე. ასევე დამნაშავეა მამუკა მელიქიძეც, რომელმაც, კონკურსის გარეშე გააყვანინა ცაბაძე, მისი რეკომენდაცია დევს საკრებულოში. ამის დამამტკიცებელი ფაქტები გვაქვს და აუცილებლად გავახმოვანებთ გენერალურ პროკურატურაში. სასამართლოში კი სარჩელი უკვე შეტანილი გვაქვს”, - ამბობს მაისურაძე.

კანონის დარღვევასა და კომისიის წევრებზე ზეწოლაზე საუბრობს გამგებლობის მეორე კანდიდატი გიორგი ჯვარიძეც.

”საკონკურსო მოთხოვნის პირობა დარღვეულია, ცაბაძეს არ აქვს ორწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში. მეორეც, დიპლომი არის გაცემული სხვა პირზე და არა ლევან ცაბაძეზე. დიპლომში არის გიორგის ძე და საბუთებში ლევანი არის გრიგორის ძე. კომისიის წევრებზე ახდნდნენ ზეწოლას მერაბ ველიჯანაშვილი და თამაზ ზედგინიძე”, - ამბობს ჯვარიძე.

კანდიდატების ბრალდებას სიცრუეს უწოდებს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ველიჯანაშვილი.

”ეს არის პიროვნული ინტერესები. მიმართეთ საპრეტენზიო სააპელაციო კომისიას და შეგიძლიათ მოითხოვოთ ოქმის ამონაწერი. ამ კომისამ განიხილა და გამოიტანა გადაწყვეტილება, კომისიამ ტექნიკური შეცდომა მხოლოდ გვარში დააფიქსირა”, - განაცხადა სატელეფონო საუბარში ველიჯანაშვილმა.

ლევან ცაბაძე კონკურეტნეტების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

”რა უნდა გითხრათ არ ვიცი, არსებობს შესაბამისი ორგანო, შეუძლიათ სასამართლოში იჩივლონ, რაც უნდა ის ქნან. მათ საჩივრით მიმართეს კომისიას და კომისიამ უსაფუძვლოდ ჩათვალა. რაც შეეხება დიპლომის ნამდვილობას, სასწავლებელი დავამთავრე 1997 წელს, როცა ის იყო მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, 2000 წელს მას მიენიჭა შოლოხოვის სახელწოდება და რადგან დიპლომი ავიღე 2004 წელს, მიწერია შოლოხოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივესიტეტი”, - განაცხადა ცაბაძემ.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს
ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა
ასპინძის საკრებულო: ზეწოლას ადგილი არ ჰქონია
ასპინძის საკრებულოს საქმეზე ახალციხის სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმართა
შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ასპინძის გამგებლის საქმეზე იმსჯელა
ასპინძის გამგებლის საქმემ საკასაციო ინსტანციაში გადაინაცვლა