FM97.5 / LIVE

ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა

მთავარისამართალი 24.09.2013
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, გამგებლის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის ბათილად ცნობის შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა საჩივარი თბილისში, სააპელაციო სასამართლოში მას შემდეგ შეიტანეს, რაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გამგებლობის ყოფილი კანდიდატის პაატა მაისურაძის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლობის ყოფილმა კანდიდატმა პაატა მაისურაძემ სასამართლოში საჩივარი 24 მაისს შეიტანა. იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილების გამოტანაში ადანაშაულებს. მაისურაძე აცხადებს, რომ საკონკურსო კომისიამ ტექნიკურ ხარვეზად მიიჩნია ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ცაბაძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომსა და შრომის წიგნაკში არსებული უზუსტობები და მისი კანდიდატურა კონკურსიდან არ მოხსნა. მაისურაძე ამბობს, რომ შეცდომაა ცაბაძის გვარსა და მამის სახელში. ასევე, დიპლომი აქვს მ.ა შოლოხოვის უნივესიტეტის სახელწოდებით და ვიდრე ეს სასწავლებელი მიიღებდა ამ სახელწოდებას, ცაბაძეს მანამდე, სამი წლით ადრე აქვს აღებული დიპლომი.

ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა
ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე

28 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ასპინძაში გამგებლის თანამდებობის დაკავების მიზნით გამართული კონკურსის პირველი ეტაპი, სადაც გამგებლობის კანდიდატების დოკუმენტაციის შერჩევა ხდებოდა, ბათილად ცნო, ხოლო მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა, რომ გამგებელს, ლევან ცაბაძეს უფლება-მოვალეობა შეჩერებოდა.

სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე მხარემ საჩივარი 13 სექტემბერს შეიტანა, როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, პასუხი ამ დრომდე არ მოსულა.

მოპასუხე მხარე ითხოვს, რომ საქმე განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდეს.

“სააპელაციომ უნდა გააუქმოს და დააბრუნოს პირველ ინსტანციაში, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებაში იყო ხარვეზები და ამის საფუძველზე ვითხოვთ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას“, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტი სლავა სუარიძე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ლევან ცაბაძეს ყველა დოკუმენტი ჩამოუვიდა რუსეთის ფედერაციიდან დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში, თუ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება და ასპინძის საკრებულო ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს, მოქმედ გამგებელს მონაწილეობა შეეძლება.

„იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ძალაში შევა, მოსარჩელე მხარეს, პაატა მაისურაძეს არანაირი შეღავათი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ნაწილში, როდესაც უარი უთხრა საკონკურსო კომისიამ, ეს გადაწყვეტლება არ გაუსაჩივრებია. რაც შეეხება ლევან ცაბაძეს, მიიღებს თუ არა კონკურსში მონაწილეობას, მისი გადასაწყვეტი იქნება, იურიდიულად უფლება ექნება კონკურსში მონაწილობის. ყველა დოკუმენტი ჩამოსულია რუსეთიდან,რაც ამტკიცებს, რომ აღნიშნული დიპლომი ეკუთვნის ლევან ცაბაძეს“,-ამბობს ალექსანდრე პაპაშვილი.

ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა
მოსარჩელე მხარე, გამგებლობის პრეტენდენტი პაატა მაისურაძე

შეგახსენებთ, რომ გამგებლის თანამდებობისთვის ასპინძაში სამი კანდიდატი: ლევან ცაბაძე, პაატა მაისურაძე და გიორგი ჯვარიძე იბრძოდნენ. საკრებულოს 16 მაისს გამართულ სხდომაზე 22-ვე დეპუტატმა ლევან ცაბაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი, რამაც ყოფილი კანდიდატების პროტესტი გამოიწვია.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს
ასპინძის საკრებულოს საქმეზე ახალციხის სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმართა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ასპინძის გამგებლის საქმეზე იმსჯელა
შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ
ასპინძის გამგებლის საქმემ საკასაციო ინსტანციაში გადაინაცვლა
ასპინძის ახალარჩეულ გამგებელს უკვე უჩივიან
ასპინძაში გამგებლის დანიშვნას აპროტესტებენ