FM97.5 / LIVE

შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ

მთავარიპოლიტიკა 30.05.2013
გამგებლობის ყოფილი კანდიდატი ასპინძის გამგებელს ლევან ცაბაძეს სასამართლოსა და პროკურატურაში უჩივის.

შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ
პაატა მაისურაძემ, რომელიც გამგებლობის ერთ ერთი კანდიდატი იყო სასამართლოს ჯერ ჯიდევ მაშინ მიმართა, ვიდრე ცაბაძე გამგებლად დაინიშნებოდა. მეორე საჩივარი კი მაისურაძემ ახალციხის პროკურატურაში 24 მაისს შეიტანა. იგი ახალ გამგებელს დიპლომისა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს.

”ჩვენ არ გავჩერდებით, კიდევ ერთი გაყალბება აღმოვაჩინეთ ცაბაძის შრომის წიგნაკში, სადაც არც ბეჭედია და არც ხელისმოწერა. ვიბრძოლებთ ბოლომდე და გვაქვს იმედი გამარჯვების”, - განაცხადა სატელეფონი საუბარში პაატა მაისურაძემ.

ყოფილმა კანდიდატმა დახმარების თხოვნით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც მიმართა, როგორც იგი ამბობს ასოციაციამ დახმარება აღუთქვა.

”საიამ გამოგვიყო ადვოკატები, რომლებიც სასამართლო პროცესს დაესწრებიან. ასევე გვინდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩავრთოთ პროცესში, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ”, - განაცხადა მაისურაძემ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე ამბობს, რომ მაისურაძე მას კი არა, საკრებულოს და კომისიას უნდა ედავებოდეს, რადგან სწორედ მათი გადაწყვეტილების საფუძველზე გახდა ის გამგებლობის კანდიდატი.

”ნება მისია და არ არის პრობლემა, მე ვეცდები ჩემი სიმართლე დავამტკიცო. ეს არის დავის საგანი და კომენტარისგან თავს შევიკავებ. შეცდომები რომ იყო, ეს მეც ვიცოდი, მაგრამ, ამის გამო პრობლემა არსად შემქმნია და არ მიცდია ამის გამოსწორება. ახლა გავაგზავნი დიპლომს სათანადო ორგანოში და ვეცდები რომ გამოვასწორო”, - განაცხადა მუნიcიპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გამგებლის თანამდებობისთვის ასპინძაში სამი კანდიდატი: ლევან ცაბაძე, პაატა მაისურაძე და გიორგი ჯვარიძე იბრძოდნენ. საკრებულოს 16 მაისს გამართულ სხდომაზე 22-ვე დეპუტატმა ლევან ცაბაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. რამაც ყოფილი კანდიდატების პროტესტი გამოიწვია.

ყოფილი კანდიდატები ლევან ცაბაძეს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ. სწორედ ამიტომ ყოფილმა კამდიდატის პაატა მაისურაძის მომხრეებმა 17 მაისს ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინსტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს
ასპინძის გამგებლის წინააღმდეგ ხვალ აქცია იგეგმება
ასპინძის საკრებულო: ზეწოლას ადგილი არ ჰქონია
ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა
ასპინძის ახალარჩეულ გამგებელს უკვე უჩივიან
ასპინძაში გამგებლის დანიშვნას აპროტესტებენ
ასპინძის საკრებულოს საქმეზე ახალციხის სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმართა