FM97.5 / LIVE

ასპინძის საკრებულოს საქმეზე ახალციხის სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმართა

მთავარისამართალი 15.07.2013
ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმეზე გამართული სასამართლო პროცესი 13 აგვისტომდე გადაიდო.

ასპინძის საკრებულოს საქმეზე ახალციხის სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმართა
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის განცხადებით, 13 აგვისტოს სასამართლო პროცესი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას და პაექრობის ეტაპს დაეთმობა. მომავალ სხდომაზე მოპასუხე მხარემ კონკურსის გამოცხადებიდან გამგებლის დანიშვნამდე ყველა დოკუმენტური მასალა უნდა წარადგინოს.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლობის ყოფილმა კანდიდატმა პაატა მაისურაძემ სასამართლოში საჩივარი 24 მაისს შეიტანა. იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილების გამოტანაში ადანაშაულებს. მაისურაძე აცხადებს, რომ საკონკურსო კომისიამ ტექნიკურ ხარვეზად მიიჩნია ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ცაბაძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომსა და შრომის წიგნაკში არსებული უზუსტობები და მისი კანდიდატურა კონკურსიდან არ მოხსნა. მაისურაძე ამბობს, რომ შეცდომაა ცაბაძის გვარსა და მამის სახელში. ასევე, დიპლომი აქვს მ.ა შოლოხოვის უნივესიტეტის სახელწოდებით და ვიდრე ეს სასწავლებელი მიიღებდა ამ სახელწოდებას, ცაბაძეს მანამდე, სამი წლით ადრე აქვს აღებული დიპლომი.

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დღეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე დაიკითხა. თუმცა, მან მოსამართლისა და მოსარჩელე მხარის კითხვებს იმ მიზეზით არ უპასუხა, რომ საქმის დეტალები ვერ გაიხსენა.
მოსარჩელე პაატა მაისურაძემ დღეს სასამართლო პროცესი კომენტარის გარეშე დატოვა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე, დღეს პროცესზე მესამე პირად იყო მიწვეული. პროცესს მის ნაცვლად მისი ადვოკატი დაესწრო.
„უბრალოდ შეცდომაა გაპარული დიპლომის შედგენისას. გაგზავნილია განაცხადი უნივერსიტეტში დიპლომთან ერთად, დამადასტურებელი ცნობა მოვა და შეცდომაც გასწორდება. რაც შეეხება მამის სახელს, საჯარო რეესტრიდან წარმოვადგინეთ ცნობა, რომ 1989 წელს შეიცვალა სახელი. მაგრამ, დაბადების მოწმობა და ატესტატი არის ძველ სახელზე გაცემული და იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით არის შევსებული დიპლომი“, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ცაბაძის ადვოკატი ირაკლი ხაჩიძე.
მომავალი სასამართლო პროცესი 13 აგვისტოს 15:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
საკრებულოს წარმომადგენლის ალექსანდრე პაპაშვილის განცხადებით, ამ პერიოდში მათ სასამართლოს წინაშე მტკიცებულებების წარდგენა არ გაუჭირდებათ.

„მტკიცებულებეის წარდგენა 13 აგვისტომდეც შეგვეძლო, ჩვენთვის უკეთესია მალე დასრულდეს და სიმართლე გაირკვეს. ამის შემდეგ შეგვეძლება მივხედოთ მუნიციპალიტეტს“ , - ამბობს პაპაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე გამგებლობის ყოფილი კანდიდატი ასპინძის საკრებულოს წინააღმდეგ, პირველი პროცესი 2 ივლისს გაიმართა. მაშინ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს მოუსმინეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს
ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ასპინძის გამგებლის საქმეზე იმსჯელა
ასპინძის ახალარჩეულ გამგებელს უკვე უჩივიან
შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ
ასპინძის საკრებულო: ზეწოლას ადგილი არ ჰქონია
ასპინძის გამგებლის საქმემ საკასაციო ინსტანციაში გადაინაცვლა