FM97.5 / LIVE

ასპინძის საკრებულო: ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

მთავარიპოლიტიკა 17.05.2013
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგებლობის ყოფილი კანდიდატების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ გამგებლის არჩევისას დეპუტატებზე ზეწოლა არ ყოფილა, გამგებლის დოკუმენტებში კი მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია.

ასპინძის საკრებულო: ზეწოლას ადგილი არ ჰქონია
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები პაატა მაისურაძე და გიორგი ჯვარიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მერაბ ველიჯანაშვილსა და ფრაქცია ”ქართული ოცნების მხარდამჭერების” თავმჯდომარეს თამაზ ზედგინიძეს უკანონო გადაწყვეტილების გამოტანაში ადანაშაულებენ. მაისურაძის თქმით, ცაბაძის კანდიდატურას, რომელიც გამგებლად გუშინ აირჩიეს, ”ქართული ოცნების”რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე მამუკა მელიქიძე ლობირებდა და მისი მხრიდან საკრებულოს წევრებზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა, კომისიამ ყურადღება არ მიაქცია ცაბაძის დოკუმენტებში არსებულ ხარვეზს და მისი კანდიდატურა კონკურსიდან არ მოხსნა.

მერაბ ველიჯანაშვილი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მაისურაძის მოსაზრებას უსაფუძვლოს უწოდებენ თამაზ ზედგინიძე და მამუკა მელიქიძეც.

მელიქიძის განმარტებით, ლევან ცაბაძე ”ქართული ოცნების”კანდიდატია და ამიტომ, ვალდებული იყო, რეკომანდაცია გაეწია: ”არავითარი ზეწოლა არ ყოფილა არავისთან მიმართებაში. მე არ ვარ ის პიროვნება, ვინმეზე ზეწოლა განვახორციელო. რაც შეეხება დიპლომის ნამდვილობას, ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია შესაბამის სტრუქტურებში საჩივარი შეიტანოს”.

შეგახსენებთ, რომ გამგებლის თანამდებობისთვის ასპინძაში სამი კანდიდატი: ლევან ცაბაძე, პაატა მაისურაძე და გიორგი ჯვარიძე იბრძოდნენ. საკრებულოს 16 მაისს ჩატარებული სხდომაზე საკრებულოს 22-ვე დეპუტატმა ლევან ცაბაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი.

გამგებლობის კანდიდატი პაატა მაისურაძე ამბობს, რომ საკრებულოს გადაწყვეტლებას გაასაჩივრებს.

”მე გამოვითხოვე ლევან ცაბაძის საქმე და მის დოკუმენტაციაში დარღვევა აღმოჩნდა. ვალდებული ვარ იმ ხალხს, რომელიც გვერდით მიდგას, მივაწოდო ის ინფორმაცია. გვინდოდა შეხვედრა გამგებელთან და საკრებულოსთან, მაგრამ არ ისურვეს. არ ვაპირებთ გაჩერებას და საჩივარს პროკურატურაში შევიტანთ. ეს ყველაფერი არის მერაბ ველიჯანაშვილის დამსახურება”, - ამბობს მაისურაძე.

როგორც საკრებულოს საპრეტენზიო კომისიაში აცხადებენ, მაისურაძემ და ჯვარიძემ კომისიას საჩივრით არაერთხელ უკვე მიმართეს.

”მაისურაძემ საჩივარი ორჯერ შემოიტანა: 10 მაისს და 14 მაისს, გიორგი ჯვარიძემ კი 13 და 16 მაისს. კომისიამ განცხადებები სამი დღის ვადაში განიხილა. ყველა ოქმის ასლი მათ უკვე გადაეცათ. ნამდვილად იკითხება საბუთებში, რომ ცაბაძის ნაცვლად იკითხება ცავაძე, მაგრამ ეს ჩაითვალა ტექნიკურ შეცდომად შევსების პერიოდში და ამის გამო ცაბაძის კანდიდატურა არ მოვხსენით”,- ამბობს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე.

მისი თქმით, მაისურაძემ საპრეტენზიო კომისიაში საჩივარი ლევან ცაბაძის მხოლოდ გვართან და საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით შეიტანა საჩივარი.

”პიროვნებას ჰქონდა საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წელი 11 თვე და სამი დღე, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მას ჰქონდა გამოცდილება, რადგან არაკანლებ ორწლიან გამოცდილებაზე არ იყო ლაპარაკი”,- ამბობს მელიქიძე.

შეგახსენებთ, მაისურაძის მომხრეებმა დღეს ასპინძის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, ცაბაძის გადაწყვეტილებით, შეხვედრა არ შედგა.

ასპინძის საკრებულო: ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ასპინძის გამგებლის საქმეზე იმსჯელა
შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს
ასპინძის ახალარჩეულ გამგებელს უკვე უჩივიან
ასპინძაში გამგებლის დანიშვნას აპროტესტებენ
ასპინძის გამგებლის წინააღმდეგ ხვალ აქცია იგეგმება
ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა