FM97.5 / LIVE

შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს

მთავარიპოლიტიკა 28.08.2013
ასპინძის გამგებლობის ყოფილმა კანდიდატმა, პაატა მაისურაძემ, რომელიც ასპინძის საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებდა, სასამართლო პროცესი მოიგო. დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს
პაატა მაისურაძე

ჩატარდება თუ არა ხელახალი კონკურსი გამგებლის თანამდებობაზე ამ ეტაპზე უცნობია. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში სასამართლო გადაწყვეტილების ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

„პირველი ეტაპი, რომლის დროსაც გამგებლობის კანდიდატების დოკუმენტაციის შერჩევა ხდებოდა, სასამართლომ ეს ნაწილი ცნო ბათილად, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. მოქმედება არ შეუჩერებია გამგებლისთვის,რადგან ამ ნაწილში უარი ეთქვა მოსარჩელე მხარეს. გამგებელმა თანამდებობა უნდა დატოვოს მას შემდეგ, როცა გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები აღარ გაასაჩივრებენ, გასაჩივრების შემთხვევაში კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო“,-ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი და აქვე ამატებს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში ასპინძის საკრებულო იმსჯელებს, -„გადაწყვეტილების საფუძველზე ალბათ ახალად უნდა ჩაატაროს კონკურსი, რადგან კონკურსის წესის დარღვევას ედავება სასამართლო“.

გაასაჩივრებს თუ არა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწვეტილებას ლევან ცაბაძე, რომელიც ასპინძის გამგებლის თანამდებობაზე ამ დრომდე რჩება, უცნობია, ცაბაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ გამგებლის თანამდებობისთვის ასპინძაში სამი კანდიდატი: ლევან ცაბაძე, პაატა მაისურაძე და გიორგი ჯვარიძე იბრძოდნენ. საკრებულოს 16 მაისს გამართულ სხდომაზე 22-ვე დეპუტატმა ლევან ცაბაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი, რამაც ყოფილი კანდიდატების პროტესტი გამოიწვია.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლობის ყოფილმა კანდიდატმა პაატა მაისურაძემ სასამართლოში საჩივარი 24 მაისს შეიტანა. იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილების გამოტანაში ადანაშაულებს. მაისურაძე აცხადებს, რომ საკონკურსო კომისიამ ტექნიკურ ხარვეზად მიიჩნია ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ცაბაძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომსა და შრომის წიგნაკში არსებული უზუსტობები და მისი კანდიდატურა კონკურსიდან არ მოხსნა. მაისურაძე ამბობს, რომ შეცდომაა ცაბაძის გვარსა და მამის სახელში. ასევე, დიპლომი აქვს მ.ა შოლოხოვის უნივესიტეტის სახელწოდებით და ვიდრე ეს სასწავლებელი მიიღებდა ამ სახელწოდებას, ცაბაძეს მანამდე, სამი წლით ადრე აქვს აღებული დიპლომი.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა
ასპინძის საკრებულოს საქმეზე ახალციხის სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმართა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ასპინძის გამგებლის საქმეზე იმსჯელა
შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ
ასპინძის საკრებულო: ზეწოლას ადგილი არ ჰქონია
ასპინძის ახალარჩეულ გამგებელს უკვე უჩივიან
ასპინძის გამგებლის საქმემ საკასაციო ინსტანციაში გადაინაცვლა