FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის სოფლებში სომხური მხარის დასახმარებლად თანხა და პროდუქტი ისევ გროვდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.10.2020
სამცხე-ჯავახეთში, ეთნიკურად სომხები მათ დასახლებებში თანხისა და პროდუქტის შეგროვებას აგრძელებენ. ჰუმანიტარული დახმარებით მათ სურვილი აქვთ ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილეებს და დაზარალებულებს დაეხმარნონ.

სამცხე-ჯავახეთის სოფლებში სომხური მხარის დასახმარებლად თანხა და პროდუქტი ისევ გროვდება

27 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც ყარაბაღში საომარი მოქმედებები განახლდა, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში თანხას ყოველდღიურად აგროვებენ. საქართველოში მცხოვრები სომხების ფონდში „Foundation of Georgian Armenians, რომელიც 29 სექტემბერს შეიქმნა, პირველივე დღეს 13 505 ლარი და 400 დოლარი გადაირიცხა. თანხა ძირითადად ახალქალაქის სოფლებიდან შეგროვდა და ერთ ანგარიშზე ჩაირიცხა. დღეს, 1-ელ ოქტომბერს დამატებით 5 340 ლარი შეგროვდა.

„ეს თანხა გადაირიცხა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. აღჭურვილობა არცახში (ყარაბაღი) ხვალ ჩავა“, - წერია ფონდის გვერდზე.

ახალციხის ხუთ სოფელში აბათხევში, წინუბანში, ნაოხრებში, ჯულღასა და წყალთბილაში სომხური მხარის დასახმარებლად 18 000 ლარი და საკვები პროდუქტები შეაგროვეს. მათ შორის, კონსერვები, ტომრებით კარტოფილი, ხახვი, კომბოსტო, გოგრა, ვაშლი და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტი. ასევე ტკბილეული, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

„ჯერ მანქანით პროდუქტს გავაგზავნით და შემდეგ ფულსაც. ახლა მანქანის საქმეს ვაგვარებთ, შემდეგ დავტვირთავთ“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

თანხა შეგროვდა ასპინძის სოფელ დამალაშიც: „მეორე დღეა ვაგრძელებთ ფულის შეგროვებას. გუშინ მარტო დამალაში 7 000 ლარი შეგროვდა“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ 29 სექტემბერს, გვიან ღამით ორი სატვირთო მანქანით სურსათი გაუგზავნეს სომხურ მხარეს.

იმავე დღეს, დახმარებისთვის მზადება დაიწყეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

ამავე თემაზე ნახეთ:

‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე

სამცხე-ჯავახეთის სოფლებში სომხური მხარის დასახმარებლად თანხა და პროდუქტი ისევ გროვდება
ახალციხე

სამცხე-ჯავახეთის სოფლებში სომხური მხარის დასახმარებლად თანხა და პროდუქტი ისევ გროვდება
ახალციხის სოფლები

სამცხე-ჯავახეთის სოფლებში სომხური მხარის დასახმარებლად თანხა და პროდუქტი ისევ გროვდება
ახალქალაქი

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს
32 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საჭირო თანხა შეგროვდა
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად 6 208 ლარი შეგროვდა
‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე
‘მხოლოდ 400 ლარი გვაქვს’ – დავით გაბოძის მკურნალობისთვის საკმარისი თანხა ვერ შეგროვდა
ხატია პარუნაშვილისთვის საქველმოქმედო კონცერტზე 400 ლარი შეგროვდა
ბორჯომში მეოთხეკლასელებმა თბილისის დასახმარებლად 300 ლარი შეაგროვეს