FM97.5 / LIVE

ხატია პარუნაშვილისთვის საქველმოქმედო კონცერტზე 400 ლარი შეგროვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.11.2019
ახალციხის ციხეზე ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად გამართულ კონცერტში ქართული ესტრადის მომღერლები და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ქველმოქმედების შედეგად, დაახლოებით 400 ლარი შეგროვდა, კონცერტს იმაზე ბევრად ნაკლები ადამიანი დაესწრო, ვიდრე ამას ორგანიზატორები ელოდნენ.

ხატია პარუნაშვილისთვის საქველმოქმედო კონცერტზე 400 ლარი შეგროვდა

„ვერ შეძლო ხალხმა მოსვლა. ბილეთების დაბეჭდვა და ინფორმაციის გავრცელებაც დაგვიანებით მოგვივიდა. ამას გარდა ძალიან ციოდა. ორგანიზატორთან ერთად კონცერტის თავიდანვე ახალციხის ციხეზე გამართვა დავგეგმეთ, გვეგონა იმდენი ხალხი მოვიდოდა, რომ თეატრში ვერ დაეტეოდნენ“, – ამბობს ხატიას და, მარიამ პარუნაშვილი.

მისივე თქმით, ხატიას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა. ოპერაცია 110 000 დოლარი ჯდება.

„ეს თანხა გვითხრეს, როგორც ვიცი კიდევ უფრო მეტი იყო მაგრამ დაგვიკლეს, დონორი მე ვარ, 50 პროცენტი შეთავსებადი ვარ. თუმცა ამ თანხამდე კიდევ ახლა ამ ორი დღის განმავლობაში 14 000 გვესაჭიროება რომ ქიმიები გააგრძელოს და მეც ჩავიდე თურქეთში“.

21 წლის ხატია პარუნაშვილს მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა, მას მკურნალობა და ოპერაცია ესაჭიროება.

საქველმოქმედო ღონისძიებების გარდა, გახსნილია ანგარიში.

თიბისი ბანკი - GE31TB7146945061100061

საქართველოს ბანკი - GE34BG0000000161580664GEL

მიმღები მარიამ პარუნაშვილი.

ხატიას მკურნალობაში წვლილის შეტანა შეგიძლიათ სატელეფონო ზარითაც, რომლის ღირებულებაც ერთი ლარია. 0 901 700 177

ხატია პარუნაშვილისთვის საქველმოქმედო კონცერტზე 400 ლარი შეგროვდა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ნუ ჩაივლი’ - აქცია ხატია პარუნაშვილისთვის [ფოტო]
ხატია პარუნაშვილის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება
ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს
ხატია პარუნაშვილმა მკურნალობა დაიწყო, თუმცა თანხა სრულად არ აქვს
ადიგნელ ხატია პარუნაშვილს სასწრაფო დახმარება სჭირდება, მას მწვავე ლეიკემია აქვს
ხატია პარუნაშვილმა თურქეთის საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო
'ერთად ხატიასთვის' – საქველმოქმედო კონცერტი ახალციხეში