FM97.5 / LIVE

სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.09.2020
დაახლოებით ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო–სომხეთის საზღვართან შეკრებილ მოსახლეობას, პოლიციამ სურსათით დატვირთული მანქანების სომხეთში გადასვლის ნებართვა მისცა.

სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

სომხეთის საზღვართან ჩაკეტილი გზა გაიხსნა, ამ ეტაპზე გადაადგილება თავისუფალია. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

როგორც ადგილობრივები "სამხრეთის კარიბჭესთან" აცხადებენ, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სურსათით დატვირთული მანქანები სომხეთში გაამგზავრონ, რაც შეეხება საბურავებს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

"ოთხი ტრაილერი გვყავდა საბურავებით დატვირთული და უკან გააბრუნეს, ხვალიდან დავიწყებთ მოლაპარაკებებს, რომ სურსათის მსგავსად მათი გატანის უფლება მოგვცენ", – აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილობრივებთან ერთად, სამართალდამცავებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა დილისკის ეკლესიის მღვდელი ტერ ტიგრან მხითარიანი. მისი თქმით, რადგან სურსათის გადატანის უფლება მისცეს, ადგილობრივები ხვალ კიდევ შეაგროვებენ.

დღეს, 28 სექტემბერს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მთელი დღის განმავლობაში აგროვებდნენ სურსათს, ტანსაცმელს, მედიკამენტებს და საბურავებს. სომხეთის დასახმარებლად ახალგაზრდები მოხალისეთა სიაშიც ჩაეწერნენ.

ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. შეტაკებების პირველ დღეს ორივე მხარემ გამოიყენა ვერტმფრენები, საფრენი აპარატები, ტანკები და არტილერია. აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაჭრილია 19. რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ორდღიანი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილია 32 მებრძოლი. სომხეთში კი 59.

ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს მიმდინარე წლის ივლისშიც დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს 16 ადამიანი ემსხვერპლა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ამ დროს ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა.





[თაკო ფეიქრიშვილი, რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘არ დავიშლებით,  ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან
ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხეში ფულს შეაგროვებენ
ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე
საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რატომ გადაკეტეს გზა კარწახის საბაჟოსთან – ადგილობრივების განმარტებები