FM97.5 / LIVE

სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.09.2020
ახალციხეში, სომხური სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ პირველ ეტაპზე, ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულებს პროდუქტი გაუგზავნოს.

სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

„ახლა გადავწყვიტეთ, რომ ბოსტნეული, კარტოფილი და მსგავსი რაღაცები შევაგროვოთ და გავაგზავნოთ. გვინდა რომ მივიდეს ყარაბაღის მოსახლეობასთან, რომელიც ახლა იბომბება აზერბაიჯანის მხრიდან. ახლა იქ ჰუმანიტარული კატასტროფაა, ძალიან საშიში მდგომარეობაა და ომის დროს სჭირდებათ კვება“, - ამბობს ერთ-ერთი მონაწილე ედუარდ აივაზიანი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სხვა სახის დახმარება არ იგეგმება.

„ჯერ საკვებზეა საუბარი, მერე ვნახავთ. მედიკამენტებიც სჭირდებათ, მაგრამ საბაჟოზე შეიძლება პრობლემები იყოს. შემდეგ ფულსაც შევაგროვებთ და ბურღულეულს ან მსგავს პროდუქტსაც გავგზავნით“.

ამავე თემაზე სასაუბროდ, ახალციხეში მცხოვრები სომხური მოსახლეობა დღეს, 29 სექტემბერს კიდევ ერთხელ სომხურ ეკლესიაში შეიკრიბება.

ცნობისთვის, გუშინ 29 სექტემბერს გვიან ღამით, სურსათით დატვირთული ორი მიკროავტობუსი გადავიდა საქართველო-სომხეთის საზღვარზე. სურსათი ჯავახეთში მცხოვრებმა სომხურმა თემმა შეაგროვა. მათ ასევე საზღვარზე მანქანის საბურავებით დატვირთული ტრაილერების გაყვანა სურდათ, თუმცა ამისი უფლება არ მისცეს.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]
‘არ დავიშლებით,  ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან
ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხეში ფულს შეაგროვებენ
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში სომხური მხარის დასახმარებლად თანხა და პროდუქტი ისევ გროვდება
‘საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების სომხეთში გაგზავნის პრობლემა არ არსებობს’ -  საელჩო
‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე
სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]