FM97.5 / LIVE

ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხეში ფულს შეაგროვებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.09.2020
ახალციხეში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა შეთანხმდა,რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულებს სურსათის ნაცვლად თანხით დაეხმარება.

ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხეში ფულს შეაგროვებენ

ახალქალაქის და ნინოწმინდის შემდეგ, ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად, ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ემზადება, ისინი დღეს, 29 სექტემბერს რაბათში მდებარე სომხურ ეკლესიაში შეიკრიბნენ. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სურსათის ნაცვლად ფული შეგროვდება.

სასულიერო პირის, თორგომ ვარდანიანის განცხადებით, თანხის შესაგროვებლად შეირჩევა 2–3 ახალგაზრდა და ისინი კარდაკარ დაივლიან.

„ჩვენ ყველას, სომხეთის გარეთ მცხოვრები სომხები ვაკეთებთ იმას, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია. მთიან ყარაბაღს ამჯერად ფინანსურად დავეხმარებით, რადგან როგორც გავარკვიეთ მათ აქვთ სურსათი, ტანსაცმელი და მედიკამენტი. ხვალ 18:00 საათზე შეგროვებულ თანხას შევაჯამებთ სამოციქულო ეკლესიაში და თანხას გადავრიცავთ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე“, – აცხადებს სასულიერო პირი.

ცნობისთვის, გუშინ 29 სექტემბერს ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა სომხეთში გასაგზავნად სურსათი, მედიკამენტები და საბურავები შეაგროვეს, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად პოლიციის თანმაშრომლებმა საზღვარზე მხოლოდ სურსათით და მედიკამენტებით დატვირთული მიკროავტობუსები გაატარეს. საბურავებით სავსე მანქანები კი უკან დააბრუნეს.

მთიანი ყარაბაღის გამო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, არის მსხვერპლიც.
ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხეში ფულს შეაგროვებენ

ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს მიმდინარე წლის ივლისშიც დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს 16 ადამიანი ემსხვერპლა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ამ დროს ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა.

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]
‘არ დავიშლებით,  ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან
ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს
ახალქალაქის სტადიონიდან აქციის მონაწილეებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება