FM97.5 / LIVE

ბორჯომში მეოთხეკლასელებმა თბილისის დასახმარებლად 300 ლარი შეაგროვეს

მთავარისაზოგადოება 17.06.2015
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მეოხთე კლასის მოსწავლეებმა, გამოსაშვები საღამო საქველმოქმედო ღონისძიებად აქციეს და შეგროვილ თანხას, 300 ლარს, თბილისში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადარიცხავენ.

ბორჯომში მეოთხეკლასელებმა თბილისის დასახმარებლად 300 ლარი შეაგროვეს

დღეს, 17 ივნისს, ბორჯომის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დამთავრებასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა სცენაზე ქართული ხალხური ზღაპარის „რწყილი და ჭიანჭველას“ მიხედვით დადგმული მუსიკალური სპექტაკლი წარმოადგინეს.

სპექტაკლის დაწყებამდე მონაწილეებმა განმარტეს, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, საღამომ საქველმოქმედო ხასიათი მიიღო. დარბაზში დადგმული იყო ყუთი შემოწირულობისთვის.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, კლასის დამრიგებელმა მერი ხარატიშვილმა განმარტა, რომ შეწირულობებით 300 ლარი შეგროვდა, რაც მთლიანად გადაირიცხება დაზარალებულთა დახმარების ფონდში.

ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე, კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ბორჯომში მეოთხეკლასელებმა თბილისის დასახმარებლად 300 ლარი შეაგროვეს

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალის N2 სკოლამ თბილისის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართა
მესხეთის თეატრი თბილისს საქველმოქმედო სპექტაკლით დაეხმარება
‘თბილისო, სამცხე-ჯავახეთი თქვენთანაა’ - ახალგაზრდები თბილისის დასახმარებლად
მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს
ბორჯომის 1–ლი სკოლა დაზარალებულებს დასასვენებლად ეპატიჟება
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად 6 208 ლარი შეგროვდა
ახალციხეში მოსწავლეებმა პოეზიის საღამო გამართეს