FM97.5 / LIVE

‘მხოლოდ 400 ლარი გვაქვს’ – დავით გაბოძის მკურნალობისთვის საკმარისი თანხა ვერ შეგროვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.11.2019
34 წლის დავით გაბოძეს საფრანგეთში მკურნალობისთვის 1000 ევრო სჭირდება, ოჯახმა მხოლოდ ბილეთების ყიდვა შეძლო. ოთხ დღეში საკმარისი თანხა თუ ვერ შეგროვდება, გაბოძე გამგზავრებას ვერ შეძლებს. საზღვარგარეთ წასასვლელად ფრენა 11 ნოემბერსაა დაგეგმილი.

‘მხოლოდ 400 ლარი გვაქვს’ – დავით გაბოძის მკურნალობისთვის საკმარისი თანხა ვერ შეგროვდა

ავტოავარიის შედეგად, ეტლს მიჯაჭვულ დავით გაბოძეს მკურნალობა საზღვარგარეთ სჭირდება. საფრანგეთში წასვლამდე სულ ოთხი დღე რჩება, თანხა კი ვერ შეგროვდა. მას ჯერ მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთები და ანგარიშზე 400 ლარი აქვს, არადა მკურნალობისთვის დაახლოებით 1000 ევროა (4 000 ლარამდე) საჭირო.

„11 ნოემბერს გვაქვს ფრენა, 10-ში წავიყვანთ თბილისში, მაგრამ თანხა არ გვაქვს. 400 ლარია მხოლოდ ანგარიშზე. თუ ვერ შეგროვდა არც გაგვიშვებენ საზღვარზე. მკურნალობა უცხოეთში სჭირდება, რომ ეს დაზიანებები, რაც ამ რვა წელში დაუგროვდა დაუმუშაონ“, - ამბობს დათოს და ნათია გაბოძე.

ახლობლების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა: „აქვს ნაწოლები ორივე გვერდზე, საშარდე ბუშტში ჩადგმული მილები დაჩირქდა, განვითარდა სეფსისი. აქვს ციება, ოფლიანობა, მაღალი სიცხე. ამ ყველაფერმა ძალიან დაასუსტა“.
დავით გაბოძე წლების განმავლობაში ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხში“ ოპერატორად მუშაობდა. ავტოავარიის შემდეგ კი იგი ამავე ტელევიზიაში მემონტაჟე იყო. მუშაობას თავი რამდენიმე თვის წინ დაანება.

ავტოავარია, რომელშიც დავით გაბოძე მოჰყვა, 2011 წლის იანვარში, ახალციხე-აბასთუმნის საავტომობილო გზაზე, ფარეხასთან მოხდა.

მანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანიდან სერიოზული დაზიანებები მხოლოდ დავით გაბოძემ მიიღო. მრავლობით დაჟეჟილობებსა და მოტეხილობებთან ერთად, მას რამდენიმე ადგილას გაუტყდა თავის ქალა და დაუზიანდა ხერხემალი. პირველი ოთხი ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა მათ შორის ხერხემალზე და თავის ქალაზეც.

მისი მკურნალობისთვის 2011 წელს საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხით გაბოძე უკრაინაში გაემგზავრა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მან მკურნალობაზე უარი თქვა.

ბოლო დროს მისი მდგომარეობა გაუარესდა. მას გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება.

გაბოძის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში საქართველოს ბანკში.

GE10BG0000000302243900 - მიმღები დავით გაბოძე


დათო გაბოძე - 2019 წლის მაისი

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

34 წლის ახალციხელ ახალგაზრდას დახმარება სჭირდება
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად 6 208 ლარი შეგროვდა
ახალციხელ დავით აბრამიშვილს დახმარება სჭირდება
ხატია პარუნაშვილისთვის საქველმოქმედო კონცერტზე 400 ლარი შეგროვდა
32 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საჭირო თანხა შეგროვდა
ხატია პარუნაშვილმა მკურნალობა დაიწყო, თუმცა თანხა სრულად არ აქვს
ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს  სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება