FM97.5 / LIVE

როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 21.09.2020
პანდემიის პერიოდში, მაშინ, როცა პანიკისა და ინფორმაციული ვაკუუმისგან თავის დასაღწევად ყველა უწყება ეფექტურად უნდა მუშაობდეს, როცა კოვიდინფიცრებულთა გავრცელების არეალი მაღალი ინტერესთა სფეროა საზოგადოებისთვის, სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი მედიას ინფორმაციას არ აწვდის. ზოგი „სამხრეთის კარიბჭეზეა“ „გაბრაზებული და წყევლის“, ზოგი კი პასუხისმგებლობას გაურბის.

როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

აგვისტოს შემდეგ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარს არ აკეთებენ. ცენტრი ახალციხის მერიის ააიპ-ია, თუმცა მისი ხელმძღვანელი, ფატი (ნაირა) ხაბულიანი ამბობს, რომ რედაქციაზე ძალიან გაბრაზებულია და „კომენტარს არასდროს მისცემს“.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ „სამხრეთის კარიბჭეში“ 12 აგვისტოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა გამოქვეყნდა, შემდეგ კი რედაქციამ დაწერა სტატია,სადაც ხაბულიანს ერთ-ერთი თანამშრომელი სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც ჩანს, ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის გაღიზიანება ამ თემებმა და მათთან დაკავშირებულმა კიდევ რამდენიმე სტატიამ გამოიწვია:






თითოეული სტატიის გამოქვეყნებამდე რედაქცია ხაბულიანს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, უკავშირდებოდა, როგორც სატელეფონო ზარის საშუალებით, ასევე პირადად, ოფისში სტუმრობით, თუმცა იგი ჟურნალისტების არცერთ კითხვას არცერთ საკითხზე პასუხობდა და მხოლოდ დუმდა.

ხაბულიანი მიიჩნევს, რომ „სამხრეთის კარიბჭე“ მას უსამართლოდ მოექცა: „მე თქვენ არასდროს არაფერს გეტყვით, მე „კარიბჭისგან“ ეს არ დამიმსახურებია. არც ქალაქისგან დამიმსახურებია და ჩემი განვლილი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი რამე არასდროს დამიმსახურებია. თქვენ რაც გინდათ ის წერეთ და რაც გინდათ ის იკითხეთ“.

კითხვაზე, თუ კი მიიჩნევდა, რომ მის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია სიცრუე იყო, რატომ არ აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, ხაბულიანმა ასე უპასუხა: „მაგნაირ უაზრობაზე აზრს არ დავაფიქსირებდი. აზრი რომ დააფიქსირო, აზრზე უნდა დააფიქსირო. მაგნაირ უაზრობაზე არაფერს ვამბობ, ეგენი ჩემი ფურთხის ღირსი არ არიან“.

მისივე თქმით, კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა და მისი და მისი შვილის, ნინო ზედგინიძის ერთმანეთთან დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობას, ასევე ინტერსეთა კონფლიქტის ნიშნების არსებობას შეეხებოდა, მისსა და მისივე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმოქმედა:

„თქვენ მე ვერაფერს დამაკლებთ, გარდა იმისა, რომ სიცოცხლეს მართმევთ. ძალიან დიდი ნაწილი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წამართვით. მე თქვენგან დახვრეტილიც ვარ, განადგურებულიც. თქვენ, თუ ვინმეს არ გყავთ, არც არასდროს მიეცეს შთამომავლობა და ვისაც ჰყავს კიდევ... როგორც თქვენ ჩემს შვილზე, მის ჯანმრთელობაზე იმოქმედეთ“, - განაცხადა ხაბულიანმა.

ფატი ხაბულიანი პირველი არ არის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რგოლიდან, ვინც მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. დუმს ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუიზან ქიმაძეც. მისი გაბრაზებაც 22 აპრილს გამოქვეყნებულმა სტატიამ გამოიწვია, მან რედაქციას ჯერ დაუდასტურა, რომ სოფელ ჩორჩანში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი ერთ-ერთ ოჯახს სტუმრობდა, შემდეგ კი უარყო. ამის შემდეგ, რუიზან ქიმაძე მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე მუდმივად უარს ამბობს. უარი თქვა დღესაც, 21 სექტემბერსაც, როცა ჟურნალისტმა მას დაურეკა და ადიგენში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე დაუსვა კითხვა. ქიმაძემ ასეთი პასუხი გაგვცა: „შენი ჭირიმე, ჟურნალისტების დრო არ მაქვს რა, ძალიან გთხოვთ, უფ!“.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარს არ აკეთებენ არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ განყოფილებაში. პანდემიამდე პერიოდში მისი ხელმძღვანელი ნინო ზედგინიძე რედაქციასთან თანამშრომლობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც „გამჭვირვალობის“ კვლევა გამოქვეყნდა და სტატიები მისი დედის, ფატი ხაბულიანის შესახებ დაიწერა, ზედგინიძის უწყება რედაქციასთან აღარ თანამშრომლობს. თავად ზედგინიძე დეკრეტშია, მისი ადგილზე მყოფი, მოვალეობის შემსრულებელი, ლალი კირთაძე კი ამბობს, რომ არაფრის თქმა შეუძლია.

„მე ვერაფერს დაგიდასტურებთ, ბოდიშს გიხდით, გითხარით მე ერთხელ და კიდევ ვამბობ, მე არ მაქვს არავითარი ინფორმაციის გაცემის უფლება. ჩვენს პრეს-ცენტრს უნდა დაუკავშირდეთ“, - განაცხადა კირთაძემ.

პრეს-ცენტრი, რომელსაც ლალი კირთაძე ახსენებს, ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, როგორც თავად უწყებას დაქვემდებარებული სამსახურები.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, ნინო მამუკაშვილი, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ახალი შემთხვევების შესახებ კომენტარებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაია ყოველ დღე აკეთებს და შეგვიძლია ეს ინფორმაცია გამოვიყენოთ. თუმცა კონკრეტული რეგიონების, კონკრეტულ დასახლებებში გავრცელებული შემთხვევების შესახებ მედიამ ვის უნდა მიაკითხოს კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება: „როდესაც დადასტურებულია მარინა ეზუგბაია აცხადებს ხოლმე, ხომ იცით, სად რა არის დადასტურებული იძახის, გითხარი უკვე ამაზე და კიდევ კითხვები ზედმეტია მგონი. ასე ჩაშლილად არ ვაკეთებთ ხოლმე განცხადებას“.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მასთან ინფორმაციის გასარკვევად უმჯობესია თუკი მედია სამუშო დღეებში დარეკავს: „შაბათი რომ არის არ იცით? არ ვისვენებ, მაგრამ საათი? [იგულისხმება დილის 09:30 საათი, როცა მას ჟურნალისტმა დაურეკა]“.

კორონავირუსთან დაკავშირებულ საკთხებზე პასუხები არ აქვთ არც ადგილობრივ მერიებში, ისინი სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატში გვამისამართებენ: „გუბერნია გაგცემთ კვალიფიციურ პასუხს. მეც შეხვედრაზე ვარ და არ მცალია“, - ამბობს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე.

სამხარეო ადმინისტრაცია ერთადერთი უწყებაა, რომლისგანაც „სამხრეთის კარიბჭე“ რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას იღებს, თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ გუბერნია მესამე პირია ამ ინფორმაციის მიღების საკითხში, ამიტომ მედიასაც მონაცემებს გვიან აწვდის.

მაშინ, როცა ჯადაცვის უწყებების ყველა რგოლი დუმს, არადა კანონი ღიაობას ავალდებულებს, უამრავი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი: ვინ არღვევს კანონს? ვის მოეთხოვება ინფორმაციის დროული გავრცელება, რათა მოქალაქეები არ ჩაცვივდნენ პანიკაში? როგორ უნდა იქცეოდეს საგანგებო რეჟიმის, იგივე პანდემიის პირობებში საჯარო უწყებები?

ამ კითხვაზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ მხოლოდ იურისტები საუბრობენ.

იურისტები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ მედიაზე განაწყენება არცერთ მოხელეს აძლევს უფლებას, რომ ინფორმაცია დამალოს: „ეს არის ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ეს არ არის პერსონალური ინფორმცია, ეს არის საჯარო და ვალდებულები არიან მოგცენ. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ამ დაავადების გავრცელების არეალთან და სიხშირესთან მიმართებაში. ეს არის პრობლემა, ინფორმაციის დამალვა ამ შემთხვევაში“.

მისივე თქმით, არის პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც კონკრეტულ რეგიონებს შეეხება და ასეთ თემებზე ჩაშლილად მარინა ეზუგბაია არ საუბრობს, შესაბამისად, ამ რეგიონის მცხოვრებლები ინფორმაციულ ვაკუუმში რომ არ დარჩნენ, მათ ინფორმაცია ადგილობრივმა სამსახურებმა უნდა მიაწოდონ: „მაგალითად, გორში გუბერნატორის მოადგილემ ამ დღეებში გააკეთა განცხადება 60 წლის ქალის ინფიცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ როცა ეზუგბაიამ გააკეთა განცხადება იქ შიდა ქართლი საერთოდ არ იყო მოხსენიებული, ამიტომ ასეთი საკითხები თუ არის, სწორედ ამისთვის არსებობს მედიასაშუალება, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ იურისტი მამუკა ანდღულაძე ამბობს, კატეგორიულად მიუღებელია დუმილი ჯანდაცვის რგოლის მიერ მედიაზე განაწყენების გამო, თან მაშინ, როცა ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, „თუ ნებისმიერი პირი, მათ შორის თანამდებობის პირი უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ მედიასიუჟეტი გაკეთდა ეთიკური სტანდარტების დარღვევით, ან კანონდარღვევით, არსებობს ცივილიზებული ფორმა, რომელიც თვითრეგულაციით მიდიხარ სასამართლოში. სხვა შემთხვევაში, ამ დროს, ამ ფონზე, როცა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეეხება საქმე და ზოგადად მაღალი საჯარო ინტერსია, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ფორმა“.

მისივე თქმით, ამ ორგანიზაციებზე პასუხისმგებელმა პირებმა პრობლემა დროულად უნდა მოაგვარონ: „ურთიერთობის ასეთი ფორმა ცალსახად მიუღებელია, გაუმართლებელია და იმედია, რომ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ, რომ უზრუნველყონ მედიასთან სათანადო კომუნიკაცია, იმიტომ, რომ მედია არის ერთ-ერთი მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის და ა.შ.“.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფატი ხაბულიანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაიბარა
'უხერხულობას ქმნის, მაგრამ ხაბულიანს ვერ გავათავისუფლებთ'– გამყრელიძე [ვიდეო]
ახალციხის მერიის აუდიტმა  ფატი ხაბულიანის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე
ფატი ხაბულიანს თანამშრომელი სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ადანაშაულებს
ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია
ახალციხეში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს ერთი ოჯახის წევრები აკონტროლებენ