FM97.5 / LIVE

ადიგენში 10 დღის წინ სტუმრად მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 22.04.2020
ახალგაზრდას, რომელიც ადიგენში სტუმრად იმყოფებოდა, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა, აღმოჩნდა რომ მას ინფექცია უკვე გადატანილი აქვს.

ადიგენში 10 დღის წინ სტუმრად მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა
ფოტო: არქივი

მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში ახალგაზრდა 10 დღის წინ ჩავიდა, იყო თუ არა ამ პერიოდში ინფიცირებული უცნობია.

„დღეს მას კორონავირუსი გამოუჟღავნდა, არა როგორც აქტიური, არამედ გადატანილი დაავადება. არ ვიცი ამ ოჯახთან კონტაქტის დროს ჰქონდა თუ არა აქტიური ფაზა, ამიტომ არიან დაკვირვების ქვეშ. ვერ გეტვით რომელი სოფელია და ვერც ოჯახის ვინაობას გაგიმხელთ, იმიტომ რომ არ შეიძლება“, – გვითხრა ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუიზან ქიმაძემ.

მისი თქმით, ოჯახში რვა წევრი იმყოფება, კოვიდინფექციის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

„ოჯახში რვა წევრი ცხოვრობს. ისინი თვითიზოლაციაში რჩებიან, სიმპტომები არ აქვთ. ანალიზი არ აგვიღია, ვნახოთ რას გადავწყვეტთ შემდგომში“, – გვითხრა ქიმაძემ.

ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელს არ განუმარტავს, რატომ ჩაუტარდა კორონავირუსზე გამოკვლევა იმ ახალგაზრდას, რომელიც ადიგენში იმყოფებოდა.

[ნუკა სტეფნაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მცდარი ინფორმაციაა' – ადიგენის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაზე
‘ჩორჩანში კორონავირუსზე ოჯახი შეამოწმეს’ - ადგილობრივები
‘გვაქვს შემთხვევები, როცა ინფექცია გადაიტანეს სტაციონარში მოხვედრის გარეშე’ - მინისტრი
ადიგენში მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა
ბორჯომელ ახალგაზრდას განმეორებითი ტესტირების დროს COVID-19 არ დაუდასტურდა
'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი