FM97.5 / LIVE

ახალციხეში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს ერთი ოჯახის წევრები აკონტროლებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.08.2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ განცხადებით, ახალციხის ააიპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი ნაირა ხაბულიანი და მისი ოჯახის წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს აკონტროლებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტსა და ახალციხის მერიის შესაბამის სამსახურს, დაინტერესდნენ ნაირა ხაბულიანისა და მისი შვილის, ნინო ზედგინიძის ინტერესთა კონფლიქტის საკითხით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

fati-xabulianix27;

ახალციხის ააიპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი ნაირა ხაბულიანი რამდენიმე ანაზღაურებად საქმიანობას ითავსებს. მათ შორის ერთ-ერთი „ახალციხის კლინიკა იმედში“ ეპიდემიოლოგის პოზიციაა. იგი, როგორც ააიპ-ის ხელმძღვანელი, ეპიდზედამხედეველობას საკუთარ თავსაც უწევს. გარდა ამისა, კორონავირუსის დროს სამცხე-ჯავახეთში შექმნილ ცხელების ორივე ცენტრში ხაბულიანი ეპიდემიოლოგად ერთდროულად მუშაობდა, რასაც კანონი კრძალავდა. სამსახურს კი, რომელიც ეპიდზედამხედველობას მთელ რეგიონში ახორციელებს, ნაირა ხაბულიანის შვილი ხელმძღვანელობს - ნინო ზედგინიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსია.

ნაირა ხაბულიანი ააიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 13 წელია ხელმძღვანელობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი პარალელურად შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ და შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ ეპიდემიოლოგია. ასევე, ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნაირა ხაბულიანი ანაზღაურებად სამუშაოებს ასრულებს ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და თამბაქოს კავშირის პროექტებში.

სამი წელია მისი შვილი ნინო ზედგინიძე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების უფროსია. ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ზედამხედველობას სწორედ მისი საშუალებით ახორციელებს. ეს რეგიონული განყოფილება კი მუნიციპალიტეტებში ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან ურთიერთობას ხელშეკრულებით არეგულირებს.

უფრო ზუსტად:

ნაირა ხაბულიანის ააიპ-ი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ახორციელებს მონიტორინგს გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე, ასევე, საავადმყოფოებში შიდა ინფექციების პროფილაქტიკაზე. მონიტორინგი, ბუნერივია, ვრცელდება „ახალციხის კლინიკა იმედზეც“, სადაც თავადაა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე პასუხისმგებელი პირი და შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის თავის შვილს დაქვემდებარებულ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულ განყოფილებას.

ამავე განყოფილებიდან, სადაც მძღოლად ნაირა ხაბულიანის მეუღლე და ნინო ზედგინიძის მამა, თენგიზ ზედგინიძე მუშაობს, ააიპ-ი იღებს იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინებს, შრატებსა და სხვა მასალებს, რასაც შემდეგ ანაწილებს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.

ნაირა ხაბულიანის ააიპ-ი ატარებს ვაქცინაციის მონიტორინგს მუნიციპალიტეტში, ითვლის და ადარებს კლინიკებიდან მოწოდებულ ინფორმაციას გახარჯულ ვაქცინებზე.

დაავადებთა კონტროლის რეგიონული განყოფილებიდან მიღებულ B ჰეპატიტის იმუნოგლობულინს და C ჰეპატიტის სკრინინგის ტესტებს ანაწილებს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს სამცხე-ჯავახეთში ცხელების ცენტრები სწორედ იმ სამედიცინო დაწესებულებებში შეიქმნა, სადაც ნაირა ხაბულიანი ეპიდემიოლოგიად მუშაობს. „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ და „ახალციხის კლინიკა იმედის“ დირექტორები გვიდასტურებენ, რომ 17 აპრილიდან 1 ივნისის ჩათვლით ხაბულიანი ორივე დაწესებულებაში ეპიდემიოლოგად მუშაობას ერთდროულად აგრძელებდა. საქართველოს მთავრობის N253-ე დადგენილების მიხედვით, მას მუშაობა მხოლოდ ერთ ცხელების ცენტრში შეეძლო. ბუნებრივია, აღნიშნული ცხელების ცენტრებიდან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ხაბულიანის შვილის დაქვემდებარებულ რეგიონულ ცენტრს მიეწოდებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, დაინტერესდნენ ნაირა ხაბულიანისა და მისი შვილის, ნინო ზედგინიძის ინტერესთა კონფლიქტის საკითხით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს იმ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ხარჯები და შესრულების ეფექტიანობა, რომლებსაც დედა-შვილს დაქვემდებარებული უწყებები ერთობლივად ახორციელებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის აუდიტმა  ფატი ხაბულიანის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
ფატი ხაბულიანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაიბარა
'უხერხულობას ქმნის, მაგრამ ხაბულიანს ვერ გავათავისუფლებთ'– გამყრელიძე [ვიდეო]
ფატი ხაბულიანს თანამშრომელი სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ადანაშაულებს
კლინიკა ‘იმედი’ და ‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ ცხელების ცენტრებად გადაკეთდა
საკრებულომ ჯანდაცვის სამსახურს სალონების კონტროლის გაძლიერება დაავალა
სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები დაიწყო