FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის აუდიტმა ფატი ხაბულიანის საქმიანობის შესწავლა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.08.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურმა, ააიპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორის, ფატი (ნაირა) ხაბულიანის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, უწყება აღნიშნული საკითხით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესდა.

ახალციხის მერიის აუდიტმა  ფატი ხაბულიანის საქმიანობის შესწავლა დაიწყო

„შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მიერ, მიმდინარეობს ააიპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა/გამოკვლევა, რომელიც დასრულებული არ არის. შესაბამისად დღეის მდგომარეობით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის უცნობია, იკვეთება თუ არა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორის საქმიანობაში“, – წერია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ ახალციხის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორის ნაირა იგივე ფატი ხაბულიანის შესახებ კვლევა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხაბულიანთან მიმართებით იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნები, რადგან მისი ოჯახის წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს აკონტროლებენ. კერძოდ:

“ნაირა ხაბულიანი ააიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 13 წელია ხელმძღვანელობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი პარალელურად შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ და შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ ეპიდემიოლოგია. ასევე, ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნაირა ხაბულიანი ანაზღაურებად სამუშაოებს ასრულებს ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და თამბაქოს კავშირის პროექტებში. სამი წელია მისი შვილი ნინო ზედგინიძე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების უფროსია. ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ზედამხედველობას სწორედ მისი საშუალებით ახორციელებს. ეს რეგიონული განყოფილება კი მუნიციპალიტეტებში ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან ურთიერთობას ხელშეკრულებით არეგულირებს”, - ნათქვამია კვლევაში.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფატი ხაბულიანი და მისი შვილი ნინო ზედგინიძე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაიბარეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფატი ხაბულიანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაიბარა
ახალციხეში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს ერთი ოჯახის წევრები აკონტროლებენ
'უხერხულობას ქმნის, მაგრამ ხაბულიანს ვერ გავათავისუფლებთ'– გამყრელიძე [ვიდეო]
ფატი ხაბულიანს თანამშრომელი სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ადანაშაულებს
საკრებულომ ჯანდაცვის სამსახურს სალონების კონტროლის გაძლიერება დაავალა
მოსახლეობის კითხვებს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი უპასუხებს
ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო