FM97.5 / LIVE

‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 03.06.2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ არ არის დადასტურებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები 44 წლის კაცის ანალიზები ექიმებს აერიათ და ინფიცირებული სახლში გაუშვეს.

‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

სოფელ ყაურმას შემთხვევის შესახებ დღეს, 3 ივნისს მარინა ეზუგბაიას კითხვა ჟურნალისტმა დაუსვა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: ”მე ინფორმაცია არ მაქვს, ეს ადამიანი სახლიდან მოვიდა?“ - იკითხა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფორმაცია დაუზუსტებელია, ამიტომ ვერ ისაუბრებს: „თქვენ დარწმუნებული ხართ ამ ინფორმაციაში? მაშინ მე რატომ მეკითხებით თუ დარწმუნებული ხართ? ე.ი არ ხართ დარწმუნებული, ამიტომ ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია და ამიტომ რაც დადასტურებული არ არის, იმაზე ნუ ვილაპარაკებთ“.

დღეს, 3 ივნისს „სამხრეთის კარიბჭესთან“ მერის წარმომადგენელი სოფელ ყაურმაში და ასევე ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებენ, რომ მოსახლეობას იზოლაციისკენ მოუწოდეს: „გაფრთხილებული გვყავს მოსახლეობა, რომ სახლებიდან არ გამოვიდნენ, კონტაქტში არავისთან შევიდნენ, ველოდებით ტესტების პასუხებს“, - ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ ყაურმაში ეგორ თოროიანი.

საქმე ეხება 44 წლის ყაურმაში მცხოვრებ კაცს, რომელიც რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა, 18 დღიანი კარანტინი გუდაურის ერთ–ერთ სასტუმროში გაიარა და სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. მერის წარმომადგენლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით იგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ექიმებმა კი ეს მისი სახლში გაშვებიდან, ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი
‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე
‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული
‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი
სოფელ ყაურმაში კორონავირუსზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
ყაურმაში თერმოსკრინინგი ჩატარდა, კორონავირუსზე ანალიზი 3 ადგილობრივს აუღეს