FM97.5 / LIVE

ფატი ხაბულიანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაიბარა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2020
ახალციხის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი ფატი (ნაირა) ხაბულიანი და მისი შვილი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა შესაძლო ნეპოტიზმის საკითხზე დაიბარა.

ფატი ხაბულიანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაიბარა

ხაბულიანის გუბერნატორთან შეხვედრის საკითხს ადმინისტრაციაში ადასტურებენ, თუმცა საუბრის თემის დეტალებზე არ საუბრობენ.

სავარაუდოდ, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ფატი ხაბულიანთან შეხვედრით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ ახალციხის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორის ნაირა იგივე ფატი ხაბულიანის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხაბულიანთან მიმართებით იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნები, რადგან მისი ოჯახის წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს აკონტროლებენ. კერძოდ:

“ნაირა ხაბულიანი ააიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 13 წელია ხელმძღვანელობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი პარალელურად შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ და შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ ეპიდემიოლოგია. ასევე, ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნაირა ხაბულიანი ანაზღაურებად სამუშაოებს ასრულებს ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და თამბაქოს კავშირის პროექტებში. სამი წელია მისი შვილი ნინო ზედგინიძე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების უფროსია. ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ზედამხედველობას სწორედ მისი საშუალებით ახორციელებს. ეს რეგიონული განყოფილება კი მუნიციპალიტეტებში ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან ურთიერთობას ხელშეკრულებით არეგულირებს”, - ნათქვამია კვლევაში.

თავად ფატი ხაბულიანი და გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს არ პასუხობენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კოორდინატორი თამუნა უჩიძე ამბობს, რომ ფატი ხაბულიანს ორ "ცხელების ცენტრში" და ამასთან ერთად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ერთდროულად მუშაობის უფლება არ ჰქონდა.

„ხაბულიანი სამ სამსახურში მუშაობს ერთდროულად, ასევე ითავსებს კიდევ ორ ანაზღაურებად საქმიანობას. საინტერესოა, რომელ სამსახურში რამდენ საათიან სამუშაო განრიგზე აქვს ხელი მოწერილი და თუ ასრულებს ყველა სამსახურში სრულყოფილად მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ერთდროულად ხუთი სამსახურის საქმეს ააიპ-ის დირექტორი რომელი სამსახურის ხარჯზე აკეთებს?! ამას ალბათ შიდა აუდიტები შეისწავლიან და იტყვიან. ესეც რომ არ იყოს, პანდემიის პერიოდში იგი ორ ცხელების ცენტრში და პლიუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ერთდროულად მუშობდა, რაც ცალსახად დარღვევაა. ამიტომ ამ საკითხებითაც ჯანდაცვის სამინისტროს და მერიის შიდა აუდიტები უნდა დაინტერესდნენ. ასევე, ჩვენ როცა ვამბობდით, რომ საკრებულოს კონტროლი არის ძალიან სუსტი მერიის და მის დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიმართ, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ასეთ საკითხებს საკრებულიც უნდა უყურებდეს".

ამავე დოკუმენტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს ჯანდაცვის დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, დაინტერესდნენ ნაირა ხაბულიანისა და მისი შვილის, ნინო ზედგინიძის ინტერესთა კონფლიქტის საკითხით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

რა ტიპის რეაგირება მოახდინა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლევასა და შესაძლო ნეპოტიზმის საკითხზე, მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, თემაზე რედაქციამ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოითხოვოს.

იგივე პასუხი მიიღო „სამხრეთის კარიბჭემ“ ჯანდაცვის სამინისტროდან, სადაც წერილი უკვე გაგზავნილია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის აუდიტმა  ფატი ხაბულიანის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
ახალციხეში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს ერთი ოჯახის წევრები აკონტროლებენ
'უხერხულობას ქმნის, მაგრამ ხაბულიანს ვერ გავათავისუფლებთ'– გამყრელიძე [ვიდეო]
ფატი ხაბულიანს თანამშრომელი სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ადანაშაულებს
საკრებულომ ჯანდაცვის სამსახურს სალონების კონტროლის გაძლიერება დაავალა
ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო
მოსახლეობის კითხვებს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი უპასუხებს