FM97.5 / LIVE

'უხერხულობას ქმნის, მაგრამ ხაბულიანს ვერ გავათავისუფლებთ'– გამყრელიძე [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.09.2020
დაავადებათა კონკრტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ფატი ხაბულიანისა და მისი შვილის, ნინო ზედგინიძის მუშაობა, ერთმანეთზე დაქვემდებარებულ სამსახურებში, უხერხულობას ქმნის, თუმცა თუ ხაბულიანს გაათავისუფლებენ, რეგიონი კვალიფიციურ სპეციალისტს დაკარგავს.

'უხერხულობას ქმნის, მაგრამ ხაბულიანს ვერ გავათავისუფლებთ'– გამყრელიძე [ვიდეო]

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ფატი (ნაირა) ხაბულიანისა და მისი შვილის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული განყოფილების უფროსის, ნინო ზედგინიძის შესახებ, ამირან გამყრელიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარი გააკეთა.

კითხვაზე, არის თუ არა კანონდარღვევა ის, რომ ხაბულიანი ერთდროულად რამდენიმე ანაზღაურებად საქმიანობას ითავსებს, კერძოდ, ცენტრის ხელმძღვანელობის გარდა, „ახალციხის კლინიკა იმედში“ ეპიდემიოლოგის პოზიციას იკავებს, კორონავირუსის დროს კი, სამცხე-ჯავახეთში შექმნილ ცხელების ორივე ცენტრში ეპიდემიოლოგად ერთდროულად მუშაობდა, რასაც კანონი კრძალავდა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ხაბულიანს უკვე დიდი ხანია იცნობს და მისი რამდენიმე სამსახურში ერთდროულად მუშაობა რეგიონში კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობით არის გამოწვეული:

„ფატი ხაბულიანი, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, მას შემდეგ მუშობს ამ სამსახურში, რაც 1995–1996 წლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური შეიქმნა. სამცხე-ჯავახეთში ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ სერიოზული დეფიციტი კვალიფიციური ადამიანებისა ამ კუთხით. ამიტომ სულ არ მიკვირს, რომ ეს თავდადებული ქალბატონი შეიძლება რამდენიმე სამსახურშია. მან იცის ყველა კუთხე-კუნჭული სამცხე-ჯავახეთისა, იცნობს მოსახლეობას ძალიან კარგად“, – განმარტავს გამყრელიძე.

რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ხაბულიანისა და მისი შვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ არც ის არის გასაკვირი, თუ ხაბულიანის შვილი, ნინო ზედგინიძე, რეგიონში ამავე მიმართულებით მუშაობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული განყოფილების უფროსია, რადგან შვილიც, ისევე როგორც დედა, თავის საქმეს კარგად ასრულებს:

„მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო განათლება არ აქვს [ნინო ზედგინიძეს], საზოგადოებრივი ჯანდაცვა ისწავლა ძალიან კარგად და მართავს რეგიონში ამ პროცესებს. მესმის, რომ არის გარკვეულწილად უხერხულობა, როდესაც დედა და შვილი ერთი და იმავე მიმართულებით მუშაობს მაგრამ ეს არ არის ურთიერთდაქვემდებარება. ფატი ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, ხოლო ნინო არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენილი ანუ ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში. ამიტომ ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტი, მაგრამ უხერხულობის ელემენტი ახლავს“.

ფატი ხაბულიანისა და მისი შვილის, ნინო ზედგინიძის მუშაობაში შესაძლო ნეპოტიზმი ნიშნების არსებობაზე კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ გამოაქვეყნა.

ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, დაინტერესდნენ ნაირა ხაბულიანისა და მისი შვილის, ნინო ზედგინიძის ინტერესთა კონფლიქტის საკითხით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, მოახდინა თუ არა სამინისტრომ ან დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რაიმე სახის რეგირება ან შესწავლა კვლევაში მოყვანილი საკითხებისა, გამყრელიძემ ასე უპასუხა: „რისი შესწავლა უნდა დავიწყოთ?! გეუბნებით მე ჩემს მოსაზრებას, ამას თუ იურიდიული კუთხით მივუდგებით, რეგიონი დარჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კვალიფიციური სპეციალისტის გარეშე. გაათავისუფლეთ მაშინ ხაბულიანი და ნახავთ...“.




ამავე თემაზე ნახეთ:


ახალციხეში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს ერთი ოჯახის წევრები აკონტროლებენ

ფატი ხაბულიანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაიბარა

ახალციხის მერიის აუდიტმა ფატი ხაბულიანის საქმიანობის შესწავლა დაიწყო


[თაკო ფეიქრიშვილი, თიკო ზაზაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს ერთი ოჯახის წევრები აკონტროლებენ
ფატი ხაბულიანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაიბარა
ახალციხის მერიის აუდიტმა  ფატი ხაბულიანის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
ფატი ხაბულიანს თანამშრომელი სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ადანაშაულებს
2 200 მასწავლებლიდან კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება 46%–მა გაიკეთა – გამყრელიძე
‘ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია’ – გამყრელიძე
როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს