FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.09.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-ახალციხეს თავმჯდომარე“, სამველ ოვეიანი, სომხეთიდან ახალციხეში ჩამოსული კოვიდინფიცირებულ კაცთან კონტაქტის გამო, თვითზიოლაციაშია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება

„რამდენმე დღის წინ შევხვდი ხელი ჩამოვართვი, ვიცოდი, რომ სომხეთიდან ახალი ჩამოსული იყო და შემდეგ სპირტით დავიმუშავე, არ უთქვამთ, რომ კარანტნში გადაყვანაა საჭირო, ამიტომ თვითზიოლაციაში ვარ“,- აცხადებს ოვეიანი.

მისგან განსხვავებით, კარანტინში გადაიყვანეს ენმ–ს ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები, გელა დემეტრაძე ამბობს, რომ თვითიზოლაცია მათთვის არ შეუთავაზებიათ: „მსგავსი შეხვედრა გვქონდა ინფიცირებულთან, მაგრამ ჩვენ გვითხრეს კარანტინში უნდა განგათავსოთო და წაგვიყვანეს“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრეს, რომ თვითიზოლაციაში საკრებულოს კიდევ ერთი, წევრი კობა გელაშვილი იმყოფება, თუმცა მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა, „სასაუბროდ დრო არ აქვს“.

შეგახსნებთ, რომ პირი, რომელიც სომხეთდან შემოვიდა და ახალციხეში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ამის შესახებ ქვეყნის დატოვების შემდეგ, სომხეთის საზღვარზე შეიტყო.

ორი დღის განმავლობაში, იგი ათობით ადამიანს შეხვდა, გადაიხადა დედის ქელეხი და უკან, სომხეთში წავიდა. მისი ინფიცირების შესახებ მედიკოსებისთვის, გუშინ, 18 სექტემბერს გახდა ცნობილი, კონტაქტში მყოფი პირები კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, ასევე გაუკეთეს ტესტირებაც.

რესტორანი სადაც ქელეხის სუფრა გაშალეს, პოლიციამ დააჯარიმა. ამ დრომდე დაკეტილია სილამაზის სალონი, სადაც ინფიცირებული იმყოფებოდა.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში COVID-19–ზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირია მოძიებული
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 54 პირის ტესტების პასუხები უარყოფითია
'ოცნება' პანდემიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს – მერაბიშვილი ენმ–ს წევრების კარანტინში გადაყვანაზე
ენმ-ს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი კარანტინში გადაიყვანეს
ახალციხეში  კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა პირებმა საკარანტინო სივრცე დატოვეს
Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს