FM97.5 / LIVE

ახალციხეში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო სილამაზის სალონის თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.09.2020
ახალციხეში მდებარე ერთ-ერთი სილამაზის სალონის თანამშრომლების ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაშია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანმაშრომლებმა შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს და დროებით დახურეს.

ახალციხეში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო სილამაზის სალონის თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს

სალონის თანმაშრომლები ამბობენ, რომ ფართი, კორონავირუსით ინფიცირებული კაცის საკუთრებაა და ის მათ მოსანახულებლად 14 სექტემბერს მივიდა.

"კონტაქტი დიდხანს არვისთან ჰქონია, სულ ხუთი წუთი გაჩერდა, დაათვალიერა და წავიდა, მაგრამ პრევენციის მიზინით იმ დღეს ვინც სალონში იყო, ყველას აუღეს ანალიზი", – აცხადებს სალონის მენეჯერი.

მისი თქმით, ტესტირების შემდეგ, გვიან ღამით, თანამშრომლების ნაწილი ბაკურიანის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, ნაწილს კი თვითიზოლაშიაში ყოფნის რეკომენდაცია მიეცა.

"რამდენი ხანი გაჩერდა ჩვენთან ერთად, ზუსტად არ მახსოვს, მე მითხრეს, რომ თვითიზოლაციაში უნდა დავრჩე, ოჯახთან ერთად ვარ სახლში და გარეთ არ გავდივარ", – ამბობს სილამაზის სალონის ერთ–ერთი თანმაშრომელი.

დედის გასვენებაში მყოფი კაცის კოვიდით ინფიცირების შესახებ, ახალციხელი ეპიდემიოლოგებისთვის ცნობილი 18 სექტემბერს გახდა. მას შემდეგ, რაც კოვიდინფიცირებულმა საქართველოს საზღვარი დატოვა და სოხეთში დაბრუნდა. სავარაუდოდ, მას კორონავირუსი სომხეთის საზღვარზე აღებული ტესტის მიხედვით აღმოაჩნდა.

ინფიცირებული ახალციხეში 13 და 14 სექტემბერს იმყოფებოდა. დაწყებულია ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტში მყოფი პირების ნაწილს კორონავირუსზე ტესტირება უკვე გაუკეთდა, ისინი ბაკურიანის საკარანტინო სივრცეებში გადაანაწილეს.

დაკეტლია ის რესტორანიც, სადაც ინფიცირებულის დედის ექლეხი გადაიხადეს.

[თინათინ ზაზაძე, ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს
ენმ-ს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი კარანტინში გადაიყვანეს
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირია მოძიებული
ახალციხეში COVID-19–ზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
რესტორანი სადაც COVID-19-ით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა 2 000 ლარით დააჯარიმეს
ახალციხეში  კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა პირებმა საკარანტინო სივრცე დატოვეს
ინფიცირებულმა დედის ქელეხი ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა