FM97.5 / LIVE

Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.09.2020
გუშინ, 18 სექტემბერს გვიან ღამით, ახალციხიდან ბაკურიანიანის საკარანტონო სივრცეში კორონავირუსით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები გაიდაიყვანეს, მანამდე მათ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტესტირება ჩაუტარეს.

Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანესფოტო – akhaltskha.net

რამდენი პირია გადაყვანილი საკარანტონო სივრცეში ამ ეტაპზე უცნობია.

"პირველ საათზე მომაკითხეს და წამიყვანეს, ორი ავტობუსით გავედით, ახლა ბაკურიანში ვარ. ჯერ კიდევ შემოჰყავთ ახალციხიდან ხალხი, ჩემი ვარაუდით 100-მდე კაცია კონტაქტში მყოფი",- ამბობს ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი ერთ-ერთი პირი.

მისი თქმით, კარანტინში ის პირები გადაიყვანეს, რომლებიც უშუალოდ გასვენებაში იმყოფებოდნენ, მათი ოჯახის წევრები კი არა:"შეიძლება ჩვენც არაფერი აღმოგვაჩნდეს, თავს კარგად ვგრძნობ, არაფერი მაწუხებს".

მისივე თქმით, პირი რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ახალციხეში 13 და 14 სექტემბერს იმყოფებოდა,შემდეგ კი თბილისში წავიდა,სადაც თანამშრომლებს შეხვდა: "ბიზნესმენია, საქართველოშიც აქვს ბიზნესები და სომხეთშიც, ეს კაცი შემოწმდა საზღვარზე, გაუკეთეს ტესტირება და ისე შემოვიდა, აქ კი დაუდასტურდა, გასარკვევია ის, აქ დაინფიცირდა თუ სომხეთიდან უკვე ინფიცრებული შემოვიდა და არ შეამოწმეს კარგად. მე როგორც ვიცი, სომხეთის საზღვარზე აღმოუჩინეს ვირუსი".

დედის გასვენებაში მყოფი კაცის კოვიდით ინფიცირების შესახებ ახალციხელი ეპიდემიოლოგებისთვის ცნობილი 18 სექტმებრს გახდა. მას შემდეგ, რაც კოვიდინფიცირებულმა საქართველოს საზღვარი დატოვა და სოხეთში დაბრუნდა. სავარაუდოდ, მან სომხეთის საზღვარზე აღებული ტესტის მიხედვით აღმოაჩნდა COVID 19.

რამდენ ადამიანს გაუკეთდა კორონავირუსზე ტესტირება ამ ეტაპზე უცნობია, კლინიკა "იმედში"განაცხადეს,რომ მათთან გუშინ,18 სექტემბერს 12 პირს გაუკეთეს ანალიზი, თუმცა აქედან რამდენია კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი არ იციან.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტის უფროსი, ფატი ხაბულიანი კი "სამხრეთის კარიბჭესთან" კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.

საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილი პირების შესახებ ინფორმაციას რედაქცია დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ელოდება.

[თინათინ ზაზაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირია მოძიებული
ახალციხეში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო სილამაზის სალონის თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 54 პირის ტესტების პასუხები უარყოფითია
ახალციხეში COVID-19–ზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
ენმ-ს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი კარანტინში გადაიყვანეს
სოფელ ჭეჭლაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 25 პირია მოძიებული
ახალციხეში  კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა პირებმა საკარანტინო სივრცე დატოვეს