FM97.5 / LIVE

რესტორანი სადაც COVID-19-ით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა 2 000 ლარით დააჯარიმეს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.09.2020
ახალციხეში მდებარე რესტორნის მეპატრონე, სადაც კრონავირუსით ინფიცირებული დედის ქელეხის სუფრა მოამზადეს, აცხადებს, რომ პოლიციამ გუშინ, 18 სექტემბერს გვიან ღამით დააჯარიმა.

რესტორანი სადაც COVID-19-ით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა 2 000 ლარით დააჯარიმეს

სამართალდამცველები რესტორანში 24:00 საათისთვის მივიდნენ.

„250 კაციანი ქელეხი გადაიხადე და მაგის გამო გაჯარიმებთო. ავუსხენი, რომ იმ დღეს სუფრა მხოლოდ 10 კაცზე მქონდა გაშლილი. მითხრეს მოიყვანე მოწმეები, რომ ნამდვილად 10 კაცზე გქონდა გაშლილი და ჯარიმას გავაუქმებთო“, – ამბობს რესტორნის მეპატრონე.

იგი მოწმეების მიყვანას პოლიციაში დღეს, 19 სექტემბერს გეგმავს: „კამერები გათიშულია, ამით ვერ დავამტკიცებ, რომ 13 სექტემბერს ნამდვილად 10 კაციანი სუფრა მქონდა გაშლილი, ამიტომ მიმტანებს და მზარეულებს მივიყვან და ისინი დაადასტურებენ, რომ მე სიმართლე ვთქვი“.

მისი თქმით, 13 სექტემბერს ქელეხის სუფრის გასაშლელად ერთ–ერთმა ადგილობრივმა დაურეკა და თავად ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.

„100 კაციანი სუფრა შემიკვეთეს, მე ვუთხარი, რომ კორონავირუსის რეგულაციების გამო, მხოლოდ 10 კაცის მიღება შემეძლო დარბაზში, და დამთანხმდნენ, იმ 10 კაციდან საბოლოოდ 6 მოვიდა. 15 წუთით გაჩერდნენ და მალე წავიდნენ, – ამბობს იგი.

რესტორნის მეპატრონის განცხადებით, ქელეხის სუფრის სტუმრებთან მისი თანამშრომლებიდან მხოლოდ ორს ჰქონდა შეხება და მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ.

გუშინ, 18 სექტემბერს რესტორანში „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრეს, რომ დაწესებულება დაიკეტა, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ კვლავ აგრძელებენ მუშაობას: „ღიაა, მაგრამ გუშინდელის შემდეგ ჩვენთან არავინ მოსულა, უსაფრთხოების ნორმებს ვიცავთ, კლიენტებს მხოლოდ ღია სივრცეში, ეზოში მოვემსახურებით. არც არავის მოუთხოვია, რომ უნდა დაგვეკეტა, დეზინფექცია ჩავატარეთ“.

იურისტების განცხადებით, კანონში პირდაპირ არ წერია, რომ ობიექტი უნდა დაიკეტოს, თუმცა უსაფრთხოებდან გამომდინარე
სასურველია: "ჯობს ამ დროს დაიკეტოს ობიექტი, თანამშროლებს ტესტირება ჩაუტარდეს და პასუხის მიღებამდე თვითიზოლაციაში გადავიდნენ".

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებული პირის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 18 სექტემბერს გავრცელდა.

ს.ა სომხეთიდან ახალციხეში, 13 სექტემბერს, დედის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, მისი კორონავირუსით ინფიცირების შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი, როცა ს.ა–მ საქართველოს საზღვარი დატოვა და სოხეთში დაბრუნდა. სავარაუდოდ, მას COVID–19 სომხეთის საზღვარზე აღებული ტესტის მიხედვით აღმოაჩნდა.

ადგილობრივების განცხადებით, ს.ა–მ გარდაცვლილი დედა სომხეთიდან ჩამოასვენა, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა კორონავირუსი დედამისსაც. გასვენებას სადაც ინიფიცრებული იმყოფებოდა, 150–მდე ადამიანი ესწრებოდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა კონტაქტში მყოფი პირები საკარანტო სივრცეებში გადაიყვანეს, მანამდე კი ტესტირება გაუკეთეს. ანალიზების პასუხები სავარაუდოდ დღეს, 19 სექტემბერს გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე უცნობია რამდენ პირია გადაყვანილი საკარანტინო სივრცეებში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენმ-ს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი კარანტინში გადაიყვანეს
ინფიცირებულმა დედის ქელეხი ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა
ახალციხეში COVID-19–ზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირია მოძიებული
Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს
ახალციხეში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო სილამაზის სალონის თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 54 პირის ტესტების პასუხები უარყოფითია